გოგი თათუხაშვილი მთავრობას და პროკურატურას მიმართავს
შინაგანი ჯარის ყოფილი მეთაური, გენერალი გოგი თათუხაშვილი, სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს მთავრობას და პროკურატურას მიმართავს.
აღნიშნულ მიმართვას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემი შვილი მოიტაცეთ, აწამეთ, გაჭყიპეთ წამლებით, რათა მიგეღოთ სასურველი ჩვენება-აღიარებები, რითიც მომიკალით. პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, ცილისწამება შეწყვიტეთ! მე გაფრთხილებდით, რომ მისი ორგანიზმი ვერ აიტანდა მედიკამენტოზურ ზეწოლას და ფატალური შედეგი დადგებოდა. თქვენ თქვენი გეგმები ბოლომდე მიიყვანეთ, შვილი მომიკალით. გატაცებიდან და ჩემი განცხადების გაკეთებიდან ერთი თვის მანძილზე პროკურატურამ გამცა მხოლოდ ერთი პასუხი, რომ უკვე გვიანაა და ხვალ დაკავდებიან ამ საქმით. ,,ხვალ,, არ დადგა... თქვენ არ ჩაუტარეთ მას ფსიქო-სამედიცინო ექსპერტიზა, არ გაუკეთეთ სისხლის ანალიზი, რათა გამხდარიყო ცნობილი რა წამლებით გაჭყიპეთ ჩემი შვილი და მიიყვანეთ სიკვდილამდე. მისი სიკვდილით არ დაკმაყოფილდით, არ გვაძლევთ დაკრძალვის საშუალებას. თქვენს მიერ დაწყებულია საინფორმაციო ზეწოლა ჩემს შვილზე, ოჯახის დანარჩენ წევრებზე, ჩვენს გვერდით მდგომ სიმართლის მთქმელ ადამიანებზე. მედია საშუალებებით ავრცელებთ ვერსიას თვითმკვლელობაზე, ავრცელებთ მის ე.წ. აღიარებებს (ნებიემიერი ფალსიფიკაციის საშუალებები თქვენს ხელთაა) რატომღაც მოიგონეთ და მხოლოდ ეხლა ალაპარაკდით მოწმის დაცვის რაღაც პროგრამაზე. ოჯახის ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე ახდენთ ზეწოლას, ადანაშაულებთ პროკურატურის დისკრედიტაციაში. თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის დამფუძნებელი ანი ნადარეიშვილი წნეხის ქვეშ გყავთ და ა.შ. გეუბნებით, ეს ადამიანები არიან პატრიოტები, სიმართლის სადარაჯოზე დგანან და უკან არ დაიხევენ, არ შეცვლიან თავიანთ პოზიციას. რა თქმა უნდა, გამონაკლისია ის ილეთი, რომელიც თქვენ გამოიყენეთ შალვას მიმართ, როდესაც წამლების ზემოქმედებით ღებულობდით სასურველ ჩვენებებს, ადამიანს აქცევთ ზომბად და ექსპერტიზისაგან იცავთ ,,მოწმის დაცვის პროგრამით,,. შალვას, საქართველოს და სხვა ქვეყნების მრავალგზის ჩემპიონს კრივში, ვერ გატეხავდით უბრალო ხერხებით. ამიტომაც, მედიკამენტოზური ზემოქმედებით მიიღეთ სასურველი ჩვენებები და მიიყვანეთ სიკვდილამდე. ხალხი, რომლებიც ელოდნენ შალვას პროკურატურიდან გამოსვლისას, მოტაცების მომენტში, ოჯახში მიყვანისას, ცალსახად არიან გაოცებული შალვას ცვვლილებით და ადასტურებენ, რომ შალვა, შალვა არ იყო, არც ფიზიკურად და არც ქცევით. ის აშკარად იყო რაღაც სპეცსაშუალებების ზემოქმედების ქვეშ. ამდენ ადამიანს დაადანაშაულებთ პროკურატურის დისკრედიტაციაში, როდესაც თვითონ უწევთ დისკრედიტაციას პროკურატურას თქვენი ქმედებებით. თქვენ შეგეძლოთ შეგესრულებიათ ჩემი თხოვნა-მოთხოვნა სისხლის ანალიზის გაკეთების შესახებ, რაც არ გააკეთეთ, რათა კვალი დაგეფარათ. დაკითხეთ თქვენი მთავარი პროკურორი, რომელმაც პროკურატურის დისკრედიტაცია თვითონ მოახდინა დემაგოგიური განცხადებით, სადაც წერია, რომ შალვას ,,შეეცოდა,, პროკურატურა, რადგან მათ ვერ დაუმტკიცეს ვერც ერთი მის წინააღმდეგ აღძრული საქმე. 2011 წლის მიტინგების შემდეგ შალვას ბრალდებოდა ე.წ პოლიტპატიმრების უხეში აყვანა. (,,ყინწვისის საქმე,,) შალვა ამ დროს საავადმყოფოში იწვა, რადგანაც რუსთაველზე მიტინგზე ,,ჯიპმა,, მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში ტრავმები. ,,მცხეთის საქმე,, -როდესაც დაზარალებულმა ამოცნობაზე შესვლამდე შალვას საპირისპირო სიტყვიერი პორტრეტი აღწერა. ხუთ ადამიანში ამოცნობის შემდეგ კი თქვა, რომ აქ გენერალ თათუხაშვილის შვილი არაა... და სხვა. მთავარი პროკურატურის განცხადებას რომ დავუბრუნდეთ, შალვა 25 თებერვალს, თავისი ფეხით გამოცხადდა და თავისი კეთილი ნებით მაქსიმალური რვა საათის ნაცვლად დაკითხვაზე იმყოფებოდა თერთმეტი საათი, შესვენების გარეშე. ასევე მოითხოვა, დაკითხვაზე არ შეეშვათ ოჯახის ადვოკატი და ეგრევე კეთილსინდისიერად აღიარა ყველაფერი, მათ შორის ლენინისა და სტალინის მკვლელობა. ასევე ითხოვა რომ ჩაესვათ ,,მოწმის დაცვის პროგრამაში, მერე ისევ მოითხოვა მოეხსნათ დაცვა, მერე ისევ აკავებენ და ის თავის მიერ მიცემულ ჩვენებებს დაბეჯითებით ადასტურებს... საინტერესოა ამ თქვენს მიერ შეთხზულ სისულელეს ვინ დაიჯერებს და რა კატეგორიის ადამიანებისათვისაა ეს გათვლილი? აქვე მინდა მივმართო ჩემს შვილებს, ეს მთავრობა და პროკურატურა არ გვიტოვებს შანსს სიმართლის დასადგენად, არ აღიარებს შალვას მკვლელობას. უკვე აცხადებენ თვითმკვლელობას, ასევე აბრალებენ შალვას მეგობრებს, რომ მოწმე მოიცილეს. მოგვიანებით ეცდებიან მკვლელობა გადააბრალონ ოჯახის წევრებს. . . ამიტომაც, სასწრაფოდ მიმართეთ საელჩოებს, ითხოვეთ დამოუკიდებელი ექსპერტების ჩარევა და პოლიტიკური თავშესაფარი ოჯახის წევრებისათვის. ჩვენ ვიბრძოლოთ ბოლომდე“, - წერს გოგი თათუხაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა