ქართული კომპანიები საერთაშორისო გამოფენაში PROWEIN 2014 მონაწილეობენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:28, 25 Mar, 2014     3514

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, 23-25 მარტს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა PROWEIN 2014 (პროვაინი 2014) იმართება. წელს, აღნიშნულ გამოფენაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი16 ქართული კომპანია მონაწილეობს.

გამოფენაPROWEIN 2014-ს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი და ასოციაციის „ქართულიღვინო" აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებიან.

ყოველწლიური გამოფენაPROWEIN არის წლის მთავარი მოვლენა ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ დაამყარონ ახალი კონტაქტები დამოიძიონ პოტენციური კლიენტები, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს. გამოფენის ფარგლებში იმართება მოლაპარაკებები ექსპორტიორებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს შორის. PROWEIN 2014-ში მონაწილეობით, ქართველ მწარმოებლებს საშუალება მიეცათ საკუთარი პროდუქცია მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი კომპანიების ნაწარმის გვერდით წარმოედგინათ.

ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ღვინის ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და PR კომპანიებთან, ბაზრების კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, აგრეთვე იმ კომპანიების ხელმძღვანელობასთან, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევიან დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, პოლონეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ და მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან ევროპიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან.

PROWEIN 2014-ისდამთვალიერებელთა მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. ქართულ სტენდზე 16 ქართული კომპანიის: „ბესინი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „კახური“, „თელიანი ველი“, „ქართული ღვინო“, „მეღვინეობა ხარება“, „ბაგრატიონი 1882“, „შატო მუხრანი“, „სარაჯიშვილი“, GWS, „შუხმანის ღვინოები“, „თბილღვინო“, „ვაზიანი“, „დუგლაძის ღვინოები“, „ქინძმარაული“ და „ვაინმენი“ პროდუქციაა წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა ღვინის საერთაშორისო კონკურსი MundusVini, სადაც კომპანიების - ,,კორპორაცია ქართული ღვინო“, ,,შატო მუხრანი“ და GWS ღვინოებმა მედლები დაიმსახურეს (სამვარსკვლავიანი შეფასების სისტემაში თითოეულმა მიიღო 1 ვარსკვლავი). MundusVini-ის კონკურსზე გამარჯვებული ღვინოების დაგემოვნება სპეციალურ, სადეგუსტაციო პავილიონში იყო შესაძლებელი.

PROWEIN 2014-ზე 50 ქვეყნის 4 ათასზე მეტი მონაწილე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გარდა, გასტრონომიულ ნაწარმს, სავაჭრო და სასტუმრო მომსახურებას სთავაზობს დამთვალიერებელს. ყოველწლიურად გამოფენაზე იკრიბებიან მევენახეობის, მეღვინეობისა და ვაჭრობის სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ გამოფენაში საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობასმხოლოდ 5 კომპანია იღებდა. PROWEIN-ის გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესიც გაიზარდა და დღეს, საქართველოს 16 ადგილობრივი კომპანია წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42