ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ,,ევრაზიული კავშირის“ მომხრეთა მიერ გამართულ პროპაგანდისტულ ღონისძიებებს ეხმაურება.
,,ძალიან გახშირდა ფრაზები - ,,დაპირისპირება ევრაზიული კავშირის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის"... ,,აქციას მართავენ ევრაზიული კავშირის მომხრეები"... და ა.შ.
ცნობისათვის, მცნება - ,,ევრაზიული კავშირის მომხრეები საქართველოში“ - არ არსებობს... ეს ადამიანები არიან რუსული ორგანიზაცია ,,ევრაზიული ფონდის“ ფილიალის წევრები და ამ ხალხს ხელმძღვანელობს დუგინი.
ევრაზიული კავშირის პროპაგანდის მიზნით შექმნილი ორგანიზაციების პროვოცირებულ ღონისძიებებს კი არ უნდა დავუპირისპირდეთ, რითაც მათი პროპაგანდის ხელშემწყობები ვხდებით, არამედ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, მტრული სახელმწიფოს სპეცსამსახურის მიერ დაფინასებული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლზე აყვანა და მათი ფინანსური ინექციების გაკონტროლება. ეს მარტივად რომ ვთქვათ, ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობაა“, - წერს ედპ-ს ლიდერი.
მასალის გამოყენების პირობები






