ექსპერტი ზაზა ფირალიშვილი კინო სახლში გამართულ ღონისძიებას ეხმაურება, სადაც ევრაზიული კავშირის წევრები ფეხზე წამოუდგნენ 2008 წელს დაღუპული ,,რუსი გმირების“ ხსოვნას.
ზაზა ფირალიშვილი ,,ფესიბუქის“ მეგობრებს, ვინც ამ ფაქტს გაგებით ეკიდება, მიმართავს, სასწარფოდ ამოშალონ მეგობრებიდან.
,,სწორედ ახლა ვნახე ახალ ამბებში, კინოს სახლში ევრაზიული კავშირის წევრებმა ფეხზე წამოდგომით როგორ აღნიშნეს 2008 წელს დაღუპული რუსი გმირების ხსოვნა. დაღუპული მტრის პატივისცემა - საკუთარის პატივისცემასთან ერთად - ცხადია, კეთილშობილი საქმეა. მაგრამ, ეს არ ამოძრავებდათ ამ ადამიანებს. მათი აზრით ჩვენი ჯარისკაცები ხომ ღვთაებრივმა ცეცხლმა მოსრა. რა დავარქვა ამას? ყოვლად სულმოკლე მონური სული? მაზოხისტური ბედნიერების განცდა იმით, რომ ვიღაცას მონად სთავაზობ თავს? მონური სიყვარული მოძალადის მიმართ? მაპატიეთ და გონებრივად ჩამორჩენილი უზნეოს მეტი ვინ გააპროტესტებს 15 წლის წინ იუგოსლავიის დაბომბვის ამბავს, როდესაც, ჩვენს კონფლიქტებში რუსეთის წყალობით ათასობით ადამიანი დაიღუპა, როდესაც აქვე, ჩვენს გვერდით წლების განმავლობაში ჩეჩნეთს კვამლი ასდიოდა. 2008 წელს აღარ გავიხსენებ. თუმცა რა?! უზნეო ბოდვასთან კამათს აზრი არა აქვს. სხვისი არ ვიცი და მე შემრცხვა ფეხზე წამომდგართა ყურებისას.
ღმერთმა დაგიფაროთ და თუ ჩემს ფბ მეგობრებში ერთი კაცი მაინც არის ისეთი, ვინც გაგებით ხვდება ამ საქციელს, კომენტარებისათვის თავს ნუ შეიწუხებთ. სასწრაფოდ ამომშალეთ“, - წერს ზაზა ფირალიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






