ის მეოთხე, "ძალიან კარგი წელი" შეიძლება მოვიდეს, მაგრამ თქვენ ვეღარ მოესწროთ - გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას
სოც.მედია - 14:29, 23 Mar, 2014     5523

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის პოლიტიკას და მოსალოდნელ საშიშროებებს იხილავს და ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე საუბრობს, მათ შორის ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებას ეხმაურება და ხელისუფლებას ჰანიბალის გამონათქვამს - "Aut viam inveniam aut faciam" ახსენებს.

„გაოგნებულები არ უყურებთ იმას, რაც ხდება? რუსეთმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია 2014 წელს უკრაინაში გააგრძელა; ევროპის საზღვრებს ძალისმიერი გზით ცვლის; დასავლეთს 2008 წლის გაკვეთილები ეხლა გაახსენდა; საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ნორმების განადგურებაზე კი არა, საერთოდ სამართლის ქვაკუთხედის - Pacta sunt servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს!) - არსებობაზეა საუბარი;

რიგით რომელი სამიზნეა რუსეთისთვის საქართველო, ზუსტად მარტო პუტინმა და მისმა გენშტაბმა იციან, ჩვენ კი საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს; მოსკოვში ახალი საგარეო დოქტრინა ("Об ограниченном суверенитете постсоветских стран") გამოაგორეს და ღიად ლაპარაკობენ "о дальнейшей фрагментации Грузии". როგორმე ერთ ხელმოწერას და ერთ სამიტს უნდა მივაღწიოთ დაწყნარებული პოლიტიკური გარემოთი და პოლიტიკური ძალების ერთიანობის (მოჩვენებითი მაინც!) მეშვეობით, და ამ დროს ხელისუფლება რით არის დაკავებული? ის ოპოზიციის პარანოიდალური შიშით არის შეპყრობილი;

გმირულად ებრძვის ტელერეიტინგებს; 41-ის ლიდერები კოსოვოს და აფხაზეთს (ცხინვალის რეგიონის, ყირიმის) შორის განსხვავებაში ეხლა ერკვევიან; პრემიერი პარალელურად ცდილობს დაადგინოს, ვისთან აქვს აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი; მმართველი გუნდის არაფორმალური თუ ფორმალური ლიდერი (ვეღარ გაიგებ!) "предъява"-ს უგზავნის თავისივე მცდელობით არჩეულ პრეზიდენტს; მთავრობას, რა თქმა უნდა, მომენტალურად აღარ მოსწონს "ნამდვილი ევროპული პრეზიდენტი";

ეს უკანასკნელი კი წელიწადნახევრის შემდეგ ძლივს ბედავს სასახლეში შესვლას და ერთი-ორ საჭირბოროტო საკითხზე პრესს-კონფერენციის გამართვას. და ბოლოს გროსმეისტერული სვლა: მიხეილ სააკაშვილი 27 მარტს პროკურატურაშია დაკითხვაზე დაბარებული. ხელისუფლების საპარლამენტო რუპორებმა - სხვა საქმე არა გვაქვს, ან არ ვიცით როგორ გავაკეთოთო, და საერთოდ კანონის წინაშე ყველა ერთიაო. გამოიღვიძეთ, პატივცემულებო!

ის მეოთხე, "ძალიან კარგი წელი" შეიძლება მოვიდეს, მაგრამ თქვენ ვეღარ მოესწროთ. არ გამოგადგებათ ამ გზით სიარული: "Aut viam inveniam aut faciam". გისწავლიათ იურიდიულზე, ალბათ გახსოვთ, რას ნიშნავს“, – წერს გრიგოლ ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42