ღლონტი გვარამიას - ბატონო ნიკა, პირადად მე არათუ თანამოაზრედ, არამედ კოლეგადაც კი არ გთვლით
სოც.მედია - 20:10, 20 Mar, 2014     3659
ტელეკომპანია "მაესტროს" ერთერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ „მაესტროსთვის" გადახდილ მადლობას ეხმაურება.
"ბატონ ნიკა გვარამიას, რომელმაც დღეს "მაესტროს" მადლობა გადაუხადა სატელევიზიო რეიტინგების პრობლემასთან დაკავშირებით დაკავებული სამართლიანი პოზიციისთვის, მსურს შევახსენო: ბატონო ნიკა ეს ის "მაესტროა" რომელშიც რეკლამის მიტანა აკრძალული იყო, რომლის წილ შემოსავალსაც, ტელეკომპანია "რუსთავი 2" და "იმედი" ინაწილებდით წლების განმავლობაში, ეს კი იმ ხელისუფლების პირობებში ხდებოდა, რომელსაც თქვენ ემსახურებოდით, სამწუხაროა რომ "მაესტროს" სამართლიანობა და ობიექტურობა, მხოლოდ ახლა დაინახეთ, არადა მუდამ საპირისპიროს ამტკიცებდით. ბატონო ნიკა პირადად მე "მაესტროს" ერთერთი მფლობელი, არათუ თანამოაზრედ, არამედ კოლეგადაც კი არ გთვლით. თუმცა მივესალმები იმას, რომ რაღაც-რაღაცეებზე თვალი აგეხილათ. პატივისცემით: მამუკა ღლონტი“, - წერს მამუკა ღლონტი "ფეისბუქში".
ნიკა გვარამია ეჭვობს, რომ „იმედი“ და „კავკასია“ ხელისუფლების ბინძურ თამაშში არიან ჩართული, რომელიც მისივე თქმით, მიზნად ისახავს საქართველოში მედიის განადგურებას. ტელეკომპანია "მესტროს" კი მადლობას უხდის, რადგან "ნამდვილად თავისი შემოსავლით არსებობს“.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42