რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობას პრობლემას უქმნის სირიის საკითხი.
როგორც ცნობილია, პუტინი სირიის პრეზიდენტის ასადის მოკავშირეა, ხოლო ერდოღანი მხარს სირიის ოპოზიციას უჭერს.
როგორც გაზეთი ,,ჰურიეთი’’ აღნიშნავს, თურქეთისა და რუსეთის მეთაურებს საკმაოდ კარგი პიროვენული ურთიერთობები აკავშირებთ, თუმცა ამ ურთიერთობებს საფრთხეს სირიის საკითხთან დაკავშირებული უთანხმოება უქმნის.
ეს ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც თურქეთმა ოქტომბერში მოსკოვიდან სირიისკენ მიმავალი თვითმფრინავი აიძულა დაშვებულიყო. სავარაუდოდ, ამ თვითმფრინავს იარაღი გადაჰქონდა. მოსკოვმა მართალია თურქეთის ბრალდება უარყო, თუმცა ეს პრობლემა მაინც პრობლემად რჩება.
სირიის საკითხი არის ის ,,საჯილდაო ქვა’’, რომელიც გადაწყვეტს თუ რამდენად მოახერხებენ რეჯებ ტაიპ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთთან შეთანხმებას.
მასალის გამოყენების პირობები






