თინა ხიდაშელი - უკრაინის მოვლენები გაცილებით დიდი პრობლემაა ვიდრე უკრაინის დანაწევრება ან ანექსია
სოც.მედია - 12:44, 20 Mar, 2014     863
უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ის რაც დღეს უკრაინაში ხდება გაცილებით დიდი პრობლემაა ვიდრე მხოლოდ უკრაინის დანაწევრება ან ანექსიაა.
ამასთან დაკავშირებით ხიდაშელი „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, რუსეთთან მიმართებაში დასავლეთს ბევრი ალტერნატივა არ აქვს და საჭიროა სანქციები და გაფართოება.
„რუსეთს ალტერნატიული ცივილიზაციის პროექტი აქვს რომელსაც სისტემურად ანხორციელებს. ცივილიზაციის რომელიც ძირითადად ძალადობას და სისასტიკეს, არჩევანის მოსპობას, განსხვავებულის სიძულვილს და რეპრესიებს ეფუძნება. რუსეთმა 2008 წელს გამოსცადა მსოფლიო. პირველი ხელთათმანი ესროლა, პირველად შეამოწმა რეაქციის და პასუხის სიმწვავეზე. ყირიმი მხოლოდ მეორე ნაბიჯია. პუტინმა ძალიან ნათლად და გასგებად ილაპარა სამხრეთის ტერიტორიებზე, უკრაინელი და რუსი ერის ერთობაზე. ამაზე ცხადად არ ლაპარაკობენ. ამაზე ცხადად მხოლოდ მოქმედებს. დოქტორმა ბჟეჟინსკიმ იკითხა ენომიკურად სუსტი რუსეთი არის თუ არა მზად შუაგულ ევროპაში ომისთვის? კარგი კითხვაა მაგრამ ვფიქრობ პასუხი მასზე მარტივია. რუსეთი იმის მიხედვით გცემს პასუხს როდესაც მიიღებს პასუხს დემოკრატიული მსოფლიოსაგან. ისინი არიან თუ არა მზად ომისათვის რუსეთთან, რუსეთის პასუხი მხოლოდ დასავლეთის მზობაზეა დამოკიდებული, დღეს კი როდესაც რუსეთი გასაგებად საუბრობს მოქმედებს, როდესაც მისი ქმედებები მიზანმიმართული და ცალსახაა სწორედ იმ ახალი, ალტერნატიული ცივილიზაციის გამყარებისკენ, დასავლეთიც ასეთივე ცალსახა და ნათელი უნდა იყოს. დასავლეთს ბევრი ალტერნატივა არ აქვს, ვფიქრობ სწორი პასუხი ისეთივე ნათელი უნდა იყოს: ეს არ არის სანქციები. ეს არის გაფართოება. ამისათვის კი რამდენიმე სიტყვიანი სტრატეგია არის საჭირო: - უფრო გაბედული - ერთიანი (რუსეთი უნდა დარწმუნდეს რომ მას ერთ ენაზე და ერთი ხმით ელაპარაკებიან. სანამ იცის რომ თამაში აქვს, ზოგიერთს ცალკე გაზის ფასზე დაელაპარაკება, სხვებს ირანთან დახმარებაზე, მესამეებს სირიაზე, მანამდე რუსეთი ძლიერია და გამარჯვებული) - მტკიცე და დამაჯერებელი, რომ მზად არის სრულფასოვანი ადეკვატური პასუხისათვის შანსი და ადგილი სადაც ეს უნდა მოხდეს: ევროკავშირი ამერიკის სამიტი / ობამა ბრუსელში ეს არის მოკლე შინაარსი ჩემი საუბრებიდან და გამოსვლიდან ამ ერთი კვირის მანძილზე ამერიკაში“, - წერს ხიდაშელი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42