პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს აფასებს.
კუკავა აღნიშნული ინტერვიუდან მნიშვნელოვან ამონარიდებს სოციალური ქსელის მეშვეობით აქვეყნებს.
„1. ქვეყნის მართვაში მონაწილეობს პირდაპირ და უშუალოდ. მაგ: საიმისოდ რომ პრეზიდენტს არ დაედო ვეტო კანონზე ჯერ თავად იყო პოლემიკაში ჩართული, შემდეგ კი უსუფაშვილი დაატრიალა და გამოიწვია დელეგაციები ევროპიდან, რომ ქვორუმი შეეკრიბა;
2. მთავარი: კოაბიტაციის პოლიტიკა გრძელდება. არაერთხელ გაიმეორა რომ მთავარი ოპოზიცია - "ნაციონალური მოძრაობაა" და ძალიან ღიად განმარტა რა მოტივი აქვს საამისოდ: ნარმანია მოიგებს არა იმიტომ რომ ის კარგი კანდიდატია, არამედ იმიტომ რომ მისი მოწინააღმდეგე არის დისკრედიტებულიო.
3. ღიად დაადასტურა რომ მისი დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი არალეგალურად მონაწილეობს წილების გადანაწილებაში. ჯერ განაცხდა რომ ის კერძო პირია და თანაინვესტირების ფონდითაა დაკავებული, თუმცა შემდეგ წამოცდა (უფრო სწორად არ ესმის რომ ეს არაკანონიერია) რომ მამაცაშვილი წავიდა ბაქოში ახლა და ზოგადად მონაწილეობს რკინიგზის, ტრანზიტის და სხვა სახელმწიფო კომპანიების მართვაში. ანუ მამაცაშვილმა იკისრა ზუსტად ის ფუნქცია რასაც მანამდე ხუხაშვილი, კეზერაშვილი და უფრო ადრე ნუგზარ შევარდნაძე ასრულებდნენ.
4. დემოკრატიული ინსტიტუტების პრინციპული მოწინააღმდეგე პირადად ივანიშვილია საქართველოში. მას მიაჩნია რომ თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს რომელიმე კანონპროექტს ეს მმართველი პარტიის შეურაცხოფაა. საშაულოზე დაბალი განათლების ადამიანებმაც იციან რომ ვეტო ფართოდ გამოიყენება დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში.
ის რომ (ან თუ) ზოგადად პრეზიდენტმა ხასიათი გამოავლინა და თოჯინის როლის შესრულება აღარ უნდა ეს მისასალმებელია და არა დასაგმობი.
5. გადაამზადებს 20 ანალიტიკოსს (ექსპერტს), ამაზე კახიშვილმა ისაუბრა უკვე და გასაგებია რასაც ნიშნავს. იგივე პროცესი სააკაშვილმა დაიწყო 2008 წელს, როცა ბაზარზე გამოყარეს ჩიტაძეები, გოგოლაშვილები და სხვა მსგავსი ექსპერტები.
6. ფარცხალაძის ნასამართლობა უბრალოდ "გამოეპარათ" და არ იცოდნენ.
7. საყდრისის ამბავი პირადად "გაარჩია" და პირადად ბიძინა ივანიშვილი ლობირებს იქ სამუშაოების გაგრძელებას.
8. უკრაინის მოვლენების ზუსტი პროგნოზი წუთებში და წამებში გააკეთა ოღონდ იანუკოვიჩის გადადგომამდე თუ სწორად მახსოვს არცერთი სიტყვა არ უთქვამს, რაც დღეს "აკადრა" ისეთი.
No Comment: საზოგადოება აუცილებლად დაიბრუნებს პროკურატურისგან დაბალანსებულ მუხტს (პასუხი კითხვაზე სამართლიანობის აღდგენის შესახებ)“,- წერს კახა კუკავა.
მასალის გამოყენების პირობები






