კაპანაძე საგანელიძეს: მიაწვდინეთ ვინმემ ხმა პატივცემულს... უკან დაგვიბრუნდება ასეთი განცხადებები!
სოც.მედია - 22:01, 16 Mar, 2014     2482

ექსპერტი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში უმრავლესობის დეპუტატის დავით საგანელიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც დეპუტატი ყირიმის მოვლენებს კოსოვოს უკავშირებს.

,,უაღრესად სამწუხაროა, რომ ამხელა პოლიტიკური ამბიციების და თანამდებობის პირს ელემენტარული რამ არ ესმის - რომ ყირიმში მოვლენები არ უნდა დააბრალოს კოსოვოს და კოსოვოს პრეცედენტი არ უნდა დაარქვას.

მიაწვდინეთ ვინმემ ხმა პატივცემულს, რომ:

- კოსოვოს აღიარება მოხდა იმიტომ, რომ სერბებმა მოახდინეს კოსოვოში ეთნიკური წმენდა; კოსოვოში წლების განმავლობაში იყო საერთაშორისო ყოფნა; კოსოვოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც მსოფლიო დარწმუნდა, რომ ისინი დემოკრატიულ საწყისებზე იყვნენ შექმნილი და შეძლებდნენ ხალხის ნების გამოხატვას; კოსოვოშ მოხდა ინტერვენცია ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის მიზნით; კოსოვოსთან დაკავშრებით მოქმედებდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და მხარეების დაახლოებას აქტიურად ცდილობდა საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი მარტი აჰტისაარი.

- საქართველო კოსოვოს არ აღიარებს პრეცედენტად! აღიარებს უნიკალურ შემთხვევად, რომელსაც არ აქვს გავლენა მსოფლიოშ სხვა კონფლიქტებზე. არც საქართველოში, არც დნესტრისპირეთში და არც ყირიმში! სტუდენტებმაც კი იციან, რომ კოსოვო არის sui generis შემთხვევა, ანუ მხოლოდ თავის მსგავსი, უნიკალური და არა პრეცედენტი. მის "პრეცედენტულობას" ამტკიცებს მხოლოდ რუსეთი, ასევე სოხუმი, ცხინვალი, ტირასპოლი და ა.შ.

- ყირიმში რაც ხდება, ამას არაფერი აქვს საერთო კოსოვოსთან. ეთნიკური წმენდა მოხდა ყირიმში? საერთაშორისო ყოფნა იყო, რომელმაც მოამზადა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი? გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია იყო? დამკვირვებლებსაც კი არ უშვებენ შიგნით?

უკან დაგვიბრუნდება ასეთი განცხადებები! ნაბიჯ-ნაბიჯ! ნელა-ნელა!“, - წერს სერგი კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42