საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია მისი პარტიის ყოფილ წევრს, რომელიც გამსახურდიას თქმით, თავის დროზე პარტიიდან სხვადასხვა მიზეზებით გააძევეს, ლექსს უძღვნის, რომელსაც ის ,,ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს. კოკო გამსახურდია ლადო სადღობელაშვილს მის მიმართ სიცრუის გავრცელებაშიც ადანაშაულებს.
ახლა, ცოტა გავიცინოთ და განვიმუხტოთ: ეს ლექსი თავის დროზე "მივუძღვენი" ვიგინდარა ვინმე ლადო სადღობელაშვილს, რომელიც ჩემთან მიმართებაში დღემდე სიბინძურეების ტირაჟირებას ეწევა. ის პმ "თავისუფლებიდან" უსაქმურობისთვის, პროვოკატორობისთვის და "ნასედკობისთვის" კინწისკვრით გააძევეს 2010 წელს. (მათთვის, ვინც არ იცის: "ნასედკა" რუსულ ჟარგონზე ნიშნავს კრუხს, ანუ ზონაზე მყოფ პირს, ვინც ადმინისტრაციის დავალებით სასურველი ინფოები უნდა დაჩეკოს ამა თუ იმ პატიმარზე, რომელზეც იგი მიჩენილია) სხვათა შორის, 2009-ში ის გია მაისაშვილის პარტიიდანაც გაუძევებიათ, თან უცემიათ:
ჰეი, ჰეი, ჰეი ლადო!
რუსულადაც მინდა გითხრა:
გეი, გეი, გეი ლადო!
ძალიან არ გეილაღო,
რომ კიდევ არ გეილახო.
გინდა ისე გეიხარო,
რომ არ გითხრან, გეი ხარო.
გეი ლადო, გეი ლადო,
ჰეი, ჰეი, ჰეი ლადო!
(მეორდება სამჯერ)
P.S. ერთი ასეთი ფაქტი მაგალითად: "ტელეიმედი" არველაძე ტახირიჩისა (ანუ ადეიშვილის ხელისბიჭის) ეკრანს არ უთმობდა ოპოზიციის დეპუტატებს, ჯონდი ბაღათურიას, დიმიტრი ლორთქიფანიძეს და პეტრე მამრაძეს, სამაგიეროდ უთმობდნენ ამ ვიღაც ლადოს, რომელიც აცხადებდა, თითქოს ნახევარი მილიონი ლარი მიმეთვისებინოს. განსჯა თქვენთვის მომინდია“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია ,,ფეიბუქის“ გვერდზე.
ლადო სადღობელაშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს პარტია ,,თავისუფლების“ სახელით მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი იყო, არასამთავრობო ორგანიზაციის - ,,მამული, ენა, სარწმუნოება“ ლიდერია და ამჟამად ის საფრანგეთში ცხოვრობს.
სადღობელაშვილმა, თინა ამხარაძის შესახებ კოკო გამსახურდიას პოსტის პასუხად, გამსახურდიას ,,ლიბერასტი“ უწოდა და ხელისუფლებებთან პირფერობში დასდო ბრალი. ლადო სადღობელაშვი თავისი ფომოფობიური განცხადებებით არის ცნობილი, მათ შორის ისეთები როგორიცაა: "გეების სისხლი უნდა დაიღვაროს!", "ყველა გეი დაისჯება, პირობას ვიძლევი!",
"ლიბერასტი" - კაცი რომელიც იდეებს თმობს თანამდებობის გამო... 2010 წელს, მაშინ, როდესაც საიამ თამარ კორძაიას მეთაურობით სასამართლოს გზით მოითხოვა ჩემი საარჩევნო მარათონიდან მოხსნა, კოკოს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ლგბტ საზოგადოების საწინააღმდეგოდ. მან მე პირადად განმიცხადა, რომ არ სურდა საიას მიერ შერაცხულ ფაშისტთან ურთიერთობა (ჩემზეა საუბარი)... მაშინ იგი გახლდათ პარლამენტარი - ნაცებთან გარიგებული, მან მე მკვეთრად მაგრძნობინა, რომ არ სურდა ურთიერთობის გაფუჭება მმართველ გუნდთან... კოკო ტიპიური მედროვე და ფულის მონააა - გუშინ მერაბიშვილთან ერთად "ლელოს" თამაშს ადევნებდა თვალყურს, დღეს ივანიშვილს ეპირფერება (სავარაუდოდ თანამდებობისა თუ ფულის გამო) ისევე, როგორც ადრე პატარკაციშვილს, ხვალ შესაძლოა მიშა მიშა გაიძახოს...", - დაწერა ლადო სადღობელაშვილმა კოკო გამსახურდიას მისამართით.

მასალის გამოყენების პირობები






