,,მე რომ დღეს ვიყო საქართველოში ისრაელის ელჩი, დავტოვებდი თანამდებობას. არა გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლის პოზიციის გამო, არამედ ჩავთვლიდი, რომ ჩემი მისია ამ ქვეყანაში ჩავარდა. ძნელბედობის ჟამს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მეგობარი ქვეყნები, როგორიცაა ისრაელი და საქართველო, გვერდით დაუდგნენ ერთმანეთს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სახალხო დიპლომატიის საშუალებით ჩვენი ქვეყნების მცხოვრებთა დაახლოება. ორმხრივი ბიზნესსაქმიანობების გაღრმავება არის საუკეთესო გზა ისრაელსა და საქართველოს შორის მყარი ხიდის აშენებისთვის. ორმა მიმართულებამ - სახალხო დიპლომატიამ და ბიზნესურთიერთობებმა უნდა უკარნახონ მთავრობებს ორივე მხარეს, რომ გაუჩნდეთ მეორე მხარის პროფესიონალურად შესწავლის სურვილი და ერთმანეთთან მიმართებაში სტრატეგიულად და ადეკვატურად დაგეგმონ სამომავლო ქმედებები. წარსულის და დღევანდელ მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა არაორდინალურ შემთხვევაში მოსალოდნელია გართულებები", - აცხადებს იციკ მოშე.
მასალის გამოყენების პირობები






