საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ხელისუფლებას მიმართავს, დროულად მოიძიოს 2008 წელს ქვეყნიდან გასული თანამდებობის პირების სია. ხაჩიძე ხელისუფლების წევრებს ოფიციალური დოკუმენტების მოძიებს გზებსაც სთავაზობს.
,,დღეს, ჩემმა ორმა კოლეგამ, გიორგი მელაძემ და პავლე კუბლაშვილმა, მიმართა შსს-ს მომსახურების სააგენტოს.
მათ გამოითხოვეს 1997 წლიდან დღემდე, ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლაზე სრული ინფორმაცია.
დოკუმენტის გაცემა დაჩქარებული წესით 45 ლარი ჯდება.
ზუსტად 2 საათში დოკუმენტი შეუფერხებლად გაიცა.
შეგახსენებთ, რომ გაყალბებულ სიაში გიორგი მელაძეც ფიგურირებს როგორც ქვეყნიდან გასული.
ოფიციალური დოკუმენტი კი კონკრეტულად ამტკიცებს, რომ იგი, 3 აგვისტოს გავიდა და 9 აგვისტოს შემოვიდა 14:19-ზე.
რაც შეეხება პავლე კუბლაშვილს, მან 2008 წელს საქართველო დატოვა 1 დეკემბერს და დაბრუნდა 6 დეკემბერს.
მაშ ასე, სიმართლე 45 ლარი ჯდება და სიმართლის გასარკვევად კონკრეტული გზა არსებობს.
მივმართავ საქართველოს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს!
თუ თქვენ ბ-ნი პაატა დავითაიას საპარლამენტო კომისიის დასკვნას არ იცნობთ, თუ თქვენ ამდენი ხნის განმავლოვაში ვერ მოახერხეთ ოფიციალური დოკუმენტების გამოთხოვა, დაასახელეთ კონკრეტული სახელი და გვარი და მე გავაკეთებ ამას.
ერთხელ და სამუდამოდ დაგიმტკიცებთ, რომ 2008 წელს არცერთი თანამდებობის პირი ქვრყნიდან არ "გაქცეულა".
გ ე ლ ო დ ე ბ ი თ !“, - წერს ხაჩიძე ,,ფეისბუქის“ გვერდზე.

მასალის გამოყენების პირობები






