სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა ლალი მოროშკინამ სოციალური ქსელის მეშვეობით ნოე სულაბერიძეს მიმართა: „ჩემო ძვირფასო მეგობარო, ასე არაფერი აერთიანებს ერს, როგორც გასაჭირი, "ჭირსა შიგან გამაგრება..." ასე არაფერი აქვითკირებს საზოგადოებას, როგორც სხვისი ვაება, ასე არაფერი გიქარწყლებს კომპლექსებს, როგორც სხვისი არასწორი ნოტი, და არა მხოლოდ მუსიკაში! შენ შეუძლებელი შეძელი-გააერთიანე საზოგადოება, ემოციისგან დაცალე ხალხი და რაც მთავარია დადე რეიტინგი! მიყვრს თითოეული მონაწილე და მერე რა, რომ ყურები მტკივა, სამაგიეროდ იმდენი ვიცინე, რამოდენიმე მიმიკური ნაოჭი გამისწორდა.
აი ეს არის შოუ !!! შენ არც კონსერვატორიის მისაღები გამოცდა გქონდა და არც "ლა სკალას" მასტერკლასი. შოუ გინდოდა და გამოგივიდა შენც და ყველა მონაწილესაც! მინდა ყოველ ორშაბათს გიყუროთ და ავივსო სიამაყით, რომ თქვენი მეგობარი ვარ, უბრალოდ თქვენგან განსხვავებით გამბედაობა არ მეყო! საკუთარ თავზე ქილიკი-ყველაზე დიდი ნიჭიერებაა! გადლობა შოუსთვის და ღიმილიანი საქართველოსათვის! ვიღაცას მაინც ხომ გამოუვიდა!“ -წერს მოროშკინა საკუთარი „FACEBOOK“ - ის გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






