საქართველოსა და ესპანეთის შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:47, 12 Mar, 2014     2620
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ესპანეთის სამეფოს მრეწველობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის მინისტრის ხოსე მანუელ სორიას შეხვედრაზე, ტურიზმისა და განახლებადი ენერგიების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ორი ქვეყნის მინისტრებმა სამომავლო ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

"შევთანხმდით, რომ ესპანეთიდან, მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ერთობლივი ოფიციალური დელეგაცია ეწვევა საქართველოს და გვექნება ტურიზმის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები. ესპანეთს ამ სფეროში აქვს ძალიან დიდი გამოცდილება - მაგალითისთვის ვიტყვი, რომ გასულ წელს 60 მილიონი ტურისტი ეწვია ამ ქვეყანას, რაც ძალიან შთამბეჭდავი ციფრია. მათ აქვთ სპეციალური ინსტიტუტები იმგვარად მოწყობილი, რომ კერძო სექტორისა და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესოა. ასევე აქვთ ძალიან მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები განახლებადი ენერგიების მიმართულებით, რომელსაც გაგვიზიარებენ და ვფიქრობ, ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ძალიან საინტერესო იქნება" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ჩვენ გვაქვს უზარმაზარი სივრცე, რათა გარკვეულ სფეროებში საქართველოსთან თანამშრომლობა და ურთიერთობები გავაღრმავოთ. ეს ეხება ტურიზმის საკითხებს, ენერგეტიკას და ინფრასტრუქტურას. დღეს გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ამასთანავე, ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ვმუშაობთ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტზე. ამაში ჩართულია ბევრი ესპანური კომპანიაც, რათა უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები“ - აღნიშნა ესპანეთის სამეფოს მრეწველობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის მინისტრმა ხოსე მანუელ სორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42