ქართველმა სამხედროებმა აშშ-ში პარაოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვეს
სპორტი - 15:15, 11 Mar, 2014     3000

ქართველმა სამხედროებმა აშშ-ში პარაოლიმპიადაზე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე მიმდინარეობს.

დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა პარაოლიმპიადაზე პნევმატური იარაღიდან სროლაში 244 მონაწილესთან ერთად წარმატებით იასპარეზეს.

ოქროს მედლის მფლობელი მსუბუქი კატეგორიის დაშავებულებს შორის სერჟანტი ბახვა დარსალია გახდა, I კლასის რიგითმა გიორგი კოჭუაშვილმა კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საშუალო კატეგორიის დაშავებულთაგან, უმცროსმა სერჟანტმა - იაკობ ზოსიაშვილმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

უწყების ინფორმაციით, სან-დიეგოში მიმდინარე მსოფლიო პარაოლიმპიადის ფარგლებში, ქართველმა სამხედროებმა მშვილდისრით სროლის, 10 კილომეტრიან მანძილზე ხელით ველორბოლასა და 30 კილომეტრიან დისტანციაზე ველოსპორტის შეჯიბრებებშიც მიიღეს მონაწილეობა.

პარაოლიმპიადის ფარგლებში, ქართველი სამხედროები სირბილისა და ცურვის ტურნირებშიც იასპარეზებენ.

ჩემპიონატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაჭრილი 13 ქართველი სამხედრო ასპარეზობს.

პარაოლიმპიადაში, საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული, 10 ქვეყნის შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე 350 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
მსოფლიო პარაოლიმპიადის ფინალი პენდელტონის ბაზაზე 13 მარტს გაიმართება. გამარჯვებული ნაკრები სპორტის ყველა სახეობაში ინდივიდუალური შეჯიბრის დროს მიღებული ქულების დაჯამებით გამოვლინდება.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42