კონსტანტინე გამსახურდია თინა მახარაძეზე: არის სიმართლის მარცვალი ამ ქალის ნათქვამში
სოც.მედია - 20:28, 10 Mar, 2014     11294
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე გადაცემა "პროფილში" მსახიობ თინა მახარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
"მართალი არ ვიქნები, თუკი ვიტყვი, რომ აღმაფრთოვანა ინტერვიუმ ამ ქალბატონთან. არ მივესალმები ტრადიციულ ფასეულობათა ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას მხოლოდ იმის გამო, რომ ფარისევლები და საბჭოური მენტალიტეტის მქონე რეტროგრადები იცავენ მას. თანაც, არამიმზიდველად აკეთებენ ხოლმე ამას. (ვგულისხმობ იმასაც, რაც "მძიმე კაცთან" ისაუბრა) კონსერვატორი ვარ და რა ვქნა....
თვალწინ მიდგას სახარებისეული სცენა: უფალი იესო, ძირს ჩამომჯდარი რაღაცას ხაზავს ქვიშაზე და ამ დროს მიუყვანენ ქალს, რომელიც სიძვას დაეპყრა. კანონი ასეთია, უნდა ჩავქოლოთო, ეტყვიან. რომელიც თქვენში ყველაზე უცოდველია, იმან გააკეთოსო ეს. ამ სიტყვებზე ხალხი ქვებს გადაყრის და დაიფანტება. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხალხი ქართველები იყვნენ. მაცხოვრის ნათქვამ სიტყვებზე, დარწმუნებული ვარ, მინიმუმ 10 კაცი მაინც მოინახებოდა იმ ბრბოში, გამორჩეული თავისი სიყეყეჩით, დეგენერატიზმით და ნაძირალობით, რომელიც იტყოდა: ასეთი მე ვარო და ქვებს ესროდა მას.
ამიტომაც არის სიმართლის მარცვალი იმაში, რასაც ეს ქალი ამბობს. არანაირად არ ვადარებ მაგდალინელს. ვინც ქვას ესვრის იმათზეა საუბარი...", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

ნინა შადური




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42