უგულავა ეჭვობს, რომ პროკურატურა მისთვის აღკვეთი ღონისძიების დამძიმებას შეეცდება
სოც.მედია - 14:44, 10 Mar, 2014     1760
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიგი უგულავა ეჭვობს, რომ 12 მარტს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე პროკურატურა მისთვის აღკვეთი ღონისძიების დამძიმებას შეეცდება.

როგორც უგულავა სოციალური ქსელის მეშვეობით აღნიშნავს, ამის საფუძველს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის, მალხაზ კაპანაძის მიერ შედგენილი ოქმი აძლევს.

რომელშიც ის განმარტავს, რომ "2014 წლის 6 მარტს, 15:00 საათზე ბრალდბეული გიორგი უგულავა უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მასთან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით", თუმცა მან "2014 წლის 5 მარტს 04:34 საათზე, თბილისის აეროპორტის გავლით დატოვა საქართველოს ტერიტორია და გაფრინდა თურქეთის მიმართულებით".

ოქმში, რომელსაც "ფეისბუქში" თავად უგულავა აქვეყნებს, უფროსი პროკურორი იმასაც განმარტავს, რომ ბრალდებულის ადვოკატ ბექა ბასილაიას 5 მარტს, 22:00 საათზე აცნობა უგულავას მიერ საგამოძიებო ნაწილში დაბარების შესახებ.

"მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განჩინებით ბრალდებულ გიორგი უგულავას აღმკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული აქვს გირაო და 2014 წლის 8 იანვრის სათანადო ოქმით იგი გაფრთხილებულია იმის თაობაზე, რომ თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართვაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, გიორგი უგულავამ მაინც დატოვა საქართველოს ტერიტორია", - წერს უფროსი პროკურორი ოქმში.

სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, უგულავა ეჭვობს, რომ 12 მარტს ჩანიშნულ პროცესზე მის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნა იქნება დაყენებული.

"როგორც ამ ოქმიდან ჩანს, მთავრობა და პროკურატურა 12 მარტს ჩანიშნულ სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე კვლავ შეეცდებიან ჩემს მიმართ აღმკვეთი ღონისძიების დამძიმებას, ანუ მოითხოვენ წინასწარ პატიმრობას. ( მათი საქმეა, ვერ დაუშლი. ამას არც პირველად სჩადიან და ალბათ არც უკანასკნელად). ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ჩემი "გამოძიებასთან არ თანამშრომლობის" მაგალითად ამ ოქმში მითითებულია, რომ 6 მარტს არ გამოვცხადდი პროკურატურაში. საქმე იმაშია, რომ პროკურორმა ადვოკატს 5 მარტს 22:00 საათზე აცნობა ამის შესახებ და იქვე ცინიკურად ოქმში მიუთითებს, რომ მე 5 მარტს დილით გავემგზავრე დუბლინში "ევროპის სახალხო პარტიის" ( EPP) კონგრესში მონაწეობის მისაღებად და შესაბამისად, 6 მარტს ფიზიკურად ვერ ვიქნებოდი თბილისში. თავი დავანებოთ იმ გარემოებას, რომ პროკურატურას თვეები ჰქონდა ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებისთვის, ასევე იმ ფაქტს, რომ თუ ასე აუცილებელი იყო ჩემი გამოცხადება საზღვარზე შეეძლოთ ეცნობებინათ და ბოლო ბოლო არ გავეშვი. ყველა სიკეთესთან ერთად, როგორც სჩანს, ჩვენს პროკურატურას გეოგრაფიაშიც უჭირს, რადგან ვერანაირად პირი ასეთ მცირე დროის ინტერვალში დუბლინიდან თბილისში ვერ მოხვდება", - წერს უგულავა.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი "პროკურატურის გასაგონად" აცხადებს, რომ არ აპირებს მიმალვას და "ამ სიამოვნებას ივანიშვილსა და ღარიბაშვილს ვერ მიანიჭებს".
"მე დღეს ჩვეულებრივად ვბრუნდები საქართველოში, იმის მიუხედავად აღმკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვენ თუ გაციმბირებას. მთავრობის მხრიდან მორიგ გავეშებას მე ვუკავშირებ ორ ფაქტს: 1. ჩემს უპასუხოდ დატოვებულ განცხადებას ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილზე, რომ ის მინისტრ კალაძესთან ერთად უკანონო ბიზნეს სქემების დალაგებითაა დაკავებული. 2. მე ვარ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე, ხოლო "ნაცმოძრაობის" განადგურება ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობის დეკლარირებული და მორიგი ვერ შესრულებული წინასაარჩევნო დაპირებაა. ამდენად, ჩემი ნეიტრალიზებით, ბუნებრივია პარტიას ზიანი მიადგება მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე. პროკურატურის ამ განზრახვის დამადასტურებელი სხვა მასალებიც გამაჩნია, რომელთა შესახებ საუბარს უკვე საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვაპირებ", - აღნიშნავს უგულავა.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42