2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებულ თემას თამარ ჩერგოლეიშვილი ,,ფეიბუქის“ გვერდზე ეხმაურება.
,,დავაზუსტებ - გიგა და მე 9-ში გამთენიისას ჩამოვედით.
2 აგვისტოს წავედით იტალიაში 2 კვირით (ორჯერ გადადებული შვებულებით - 7 ნოემბერ - საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებ გამოვლილ გიგას არცერთი დღე არ ჰქონდა დასვენებული), 7-ში გვითხრეს რომ შემოტევას ვერ აჩერებდნენ და უნდა წამოვსულიყავით. პირველივე შესაძლებლობა გამოვიყენეთ და 8-ში დილას წამოვედით.
რომში ჩასულებს გვითხრეს რომ გაუქმდა მიუნხენი თბილისი. გადაგვსვეს ვენა თბილისზე, მერე თქვეს რომ ვენაც გაუქმდა და გადაგვსვეს სტამბულზე. სტამბულში ჩავედით - ნახევარი ხელისუფლება სტამბულის აეროპორტში იყო, შვებულებებს წყვეტდნენ და თბილისში მოფრინავდნენ.
ნანა ყეინიშვილი ხმას როგორ ამოიღებს, თორემ ის და მისი მეუღლეც შეგვხვდნენ სტამბულში. ერთად ვიფრინეთ.
ბოლო თვითმფრინავი იყო რაც თბილისში დაჯდა - საერთაშორისო კომპანიებს ვგულისხმობ.
ჩვენი მცირეწლოვანი შვილები წყნეთში იყვნენ - ჟირინოსვკი კი ყვიროდა წყნეთი დავბომბოთო, მაგრამ ისინი არსად გაგვიყვანია“, - წერს ჟურნალ ,,ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






