საქართველოს პარლამენტში უკრაინის შესახებ რეზულიციის ჩავარდნას ეხმაურება უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური. დეპუტატი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა წინ აღუდგა მსოფლიოს ძალისხმევას რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.
,,უუნარო და მშიშარა ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა უარს ამბობენ უკრაინის რეზოლუციაში შეიტანონ და შეუერთდნენ აშშ პრეზიდენტის და თავისუფალი სამყაროს ერთობლივ პოზიციას რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.
მთავრობას სურს განცხადებაში მხოლოდ არაფრისმთქმელი სიტყვები იყოს და არა პრინციპული პოზიცია და რუსეთის დასჯის მოთხოვნა, რომელსაც მთელი მსოფლიო აყენებს.
ვფიქრობ, ყველაფერ ნათელია. ქართული ოცნება დაუფარავად დადგა რუსეთის მხარეს და წინ აღუდგა მსოფლიოს სოლიდარულ ძალისხმევას.
ეს მთავრობა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს“, - წერს ნუგზარ წიკლაური ,,ფეისბუქის“ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






