საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის უკრაინის თემაზე სატელევიზიო დებატებს ეხმაურება და მას სამარცხვინო დებატებს უწოდებს. ამის შესახებ ზურაბიშვილი ,,ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
,,ამ საღამოს ვუსმენდი სამარცხვინო ადამიანების სამარცხვინო დებატებს უკრაინის შესახებ ...სადაც აშკარად სჩანდა, რომ უკრაინა ნაკლებად აინტერესბდათ იქ მისულ ნაციონალებს ვიდრე ამ თემით დემაგოგია და სპეკულირება. ნეტავ რითი მოაქვთ თავი და ნუთუ დღესაც ვერ ხვდებიან მათ და უკრაინელ ხელისუფლების შორის არსებით სხვაობას?: ომი ამათმა ჩვენ თავზე გამოიწვიეს და რუსეთს მიცეს სათქმელი და გასაქანი , და საშუალება თავის გამართლების და პასუხისმგებლობის გადანაწილების ... უკრაინელებმა კი ურთულეს მდგომარეობაში (ახალი ხელისუფლება ჯერ გამოუცდელი) წარმოუდგენელი მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინეს და ამითი მთელი პასუხისმგებლობა განუყოფელად რუსეთს გადააკისრეს ...ნერვების ომში ნაღდად უგებენ რუსეთს და ვერანაირ პროვოკაციაზე პუტინმა ვერ წამოაგო თუმცა არცერთი მცდელობა არ დააკლო.... ამავე დროს ყველასათვის ნათელია, რომ მზად არიან უკრაინელები ბრძოლის და სიკვდილისთვის და არა ქვეყნიდან წითელი ხიდით დატოვებისთვის ან თავიანთ მოქალაქეებს კოვზების და ჩანგლების ანაბარად მიტოვებისთვის.... ესაა განსხვავება ქვეყნის სიყვარულის და თავდადებისა და ცარიელი პროპაგანდის შორის... და სხვათაშორის კიევის მოედანზე მიბრძანებული "კგბ-ისტი" ბიძა საკითხავია იქ ვისი საქმეს ასრულებს და რა უნდა?????", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






