პარტია ,,იმედის“ ლიდერი ირინა სარიშვილი უკრაინის მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მიიჩნევს, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერებმა საკუთარი ხალხი და ქვეყანა ,,30 ვერცხლად“ გაყიდეს, ხოლო იანუკოვიჩმა, სარიშვილის მოსაზრებით, ,,30 ვერცხლის“ მპოვებისთვის სული ეშმაკს მიჰყიდა.
„ბრბო - ყველგან ბრბოა, ევრომაიდანზეც და ხარკოვშიც და არ არსებობს ადამიანობა იქ, სადაც ბრბოს ინსტიქტი ამოქმედდება, იმის მიუხედავად, ვინ არის მართალი! კლიჩკო, ტიმოშენკო და მათი მცირერიცხოვანი ბანდა, პასუხს აგებენ ღვთის წინაშე იმიტომ, რომ მათ 30 ვერცხლის ფასად საკუთარი ხალხი გაიმეტეს და უკრაინა დაშალეს! კორუპციაში ჩაძირული იანუკოვიჩი და მისი მთავრობა პასუხს აგებენ ღვთის წინაშე იმიტომ, რომ მათ 30 ვერცხლის მოპოვების სურვილით სული ეშმაკს მიჰყიდეს და თავის დროზე არ აღკვეთეს კლიჩკოს ბანდის დანაშაულებრივი მოქმედებები, რითაც უკრაინა დაანაწევრეს! დღეს მუხლებზე კლიჩკო, ტიმოშენკო და იანუკოვიჩი უნდა იდგნენ და არა ეს გასაცოდავებული, დაბრიყვებული ხალხი!"- წერს ირინა სარიშვილი „ფეისბუქის"გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






