საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსლეში უკრაინის მოვლენებს ეხმაურება. ზურაბიშვილი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ ევროპისა და ამერიკის გააქტიურების მნიშვნელობაზე საუბრობს.
,,მეც ყველასავით ველოდები ევროპის და ამერიკის ქმედით ნაბიჯებს, რომ რუსეთს აგრძნობინონ, სად გადის წითელი ხაზი და მოთმინების ზრვარი... ამავე დროს იმიტომ, რომ შიგნიდან ვიცი ევროკავშირიც და ნატოც და ამ ქვეყნების პოლიტიკა, ამიტომ კარგად მესმის მათი "გააქტიურების" სირთულე....
დემოკრატიული ქვეყნები, ჯერ თავიანთ მოქალაქეებზე ზრუნავენ და ყველა ზომას ხმარობენ, რომ თავიანთი მოქალაქეები ომში არ ჩაითრიონ... ესაა პირველი და უზარმზარი განსხვავება ტოტალიტარული და ნეო ტოტალიტარული სისტემების და დემოკრატიების შორის, სადაც ადამიანის სიცოცხლე იდეოლოგიურ პრინციპებზე და თუნდაც, მოარლურ პრინციპებზე მაღლა დგას... ეს ცხადია, წარმოადგენს, ამავე დროს, დიდ ძალას და დიდ სისუსტეს.
ამიტომ არის, რომ თუნდაც ჰიტლერის წინაშე თუ დღეს პუტინისა, ბოლომდე ცდილობენ მშვიდობიანი გზით მოაგვარონ და დააშოშმინონ სიტუაცია... ამიტომაა, რომ სააკაშვილებს არ უჭირთ ომში თავისი თანამემამულეების ჩათრევა, რამეთუ ადამიანების სიცოცხლე არაფრად ფასობს... ამ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც არც ლაჩრობასთან (თორემ ჩვენ თავს შვეხედოთ და ვიკითხოთ ჩვენ თვითონ რას მვოქმედებთ ჩვენთვის ბევრად უფრო ახლო და მეგობარ ქვეყნისთვის) და არც გულგრილობასთან არაფერი საერთო არაა აქვს, ჩვენც დავფიქრდეთ და მოვიფიქროთ, რისი გაკეთება შეუძლია ევროპას ან ამერიკას.
მე პირადად ამ დღეებში სულ ამაზე ვფიქრობ და გარდა მესამე მსოფლიო ომის დაწყებისა (რაც გამორიცხულიც არაა და მერე ვნახოთ იმათი რეაქციები ვინც დღეს წუწუნებს ევროპა ამერიკა არაფერს აკეთებენო ) რჩება რამდენიმე კონკრეტული შესაძლებლობა, რომელსაც იმედი მაქვს გამოიყენებენ:
პირველი იქნებოდა, ყველა რუსი ოლიგარქების და რუსული სახელმწიფო ანგარიშების დაბლოკვა მთელ დასავლეთში....
მეორე, რუსეთიდან გაზის იმპორტის პროგრესიული შემცირება და ბოლოს შეწყვეტა (ცოტნე გამსახურდია მაპატიებს, მაგრამ რუსეთი ისევე დამოკიდებულია ევროპაზე როგორც ევროპა რუსეთზე .ასე, რომ ბოიკოტი სულ არაა გამორიცხული, მაგრამ თავის ფასიც გააჩნია);
მესამე, ევროკავშირის 28 ქვეყნის დეპუტატების გაგზავნა კიევში , ყირიმში და მათთან ერთად სამშვიდობო მისიის ასევე 28 წევრ ქვეყნების შემადგენლობით, როგორც ცოცხალი ფარი და მედიატორები ...
ნატოს შეხვედრაზე გამოვაცხადებდი უკრაინის საქართველოსი და მოლდოვასი მიღებას მაპ-ში და სპეციალურ უსაფრთხოების ზონის შექმნას (და რუსეთმა იფიქროს რას ნიშნავს რეალურად) ასევე სამხედრო მზადყოფნის მეორე სტადიაზე გადასვლას რუსეთის სამხედრო სვლების საპასუხოდ ...
ევროკავშირის დამკვირვებლებს საქართველოში მივცემდი მანდატს მავთულხლართების მოხსნსისთვის ქართველ პოლიციელებთან ერთად (ჯარის გამოყენება არ შეიძლება რამეთუ ეს შიდა ტერიტორიაა).
.... ყველას შეუძლია თავისი მოსაზრება დაამატოს და ვინც თვლის რომ ეხლავე სამხედრო ძალით უნდა ჩაერთოს ამერიკა (რამეთუ ევროპას ამ ტიპის ჯარი არ გააჩნია) იმათმაც გამოხატონ აქ თავიანთი მოსაზრებები... ... დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო იქნება და მივხდებით, რომ რეალ პოლიტიკა რიხიანი სიტყვებით გულის მოფხანაზე ცოტა უფრო რთულია ...“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






