დავით ნარმანიამ გურიაში განხორციელებული პროექტები დაათვალიერა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:08, 01 Mar, 2014     2242

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ გიორგი ჩხაიძესთან ერთად, რეგიონში განხორიციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

მინისტრმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ლიხაურის რეაბილიტირებული გზა და ხიდები მოინახულა. აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორიცლებელი პროექტების ფონდის ფარგლებში 2013 წელს შესრულდა.

დავით ნარმანია, ასევე, დაინტერესდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციის საკითხით და შესრულებული სამუშაოების ხარისხს ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა, ასევე, სოფელ ვაკიჯვრის რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი მოინახულა. 2013 წელს აღნიშნული საბავშო ბაღი სრულად მოწესრიგდა, რის შემდეგაც აქ დამატებითი ჯგუფების გახსნა უკვე შესაძლებელი გახდა.

„მიმდინარეობს გურიაში 2013 წელს შესრულებული პროქტების მონიტორინგი, ვათვალიერებთ ყველა პროექტს, რომელიც შარშან განხორიცლედა, ზოგიერთი მათგანი 2014 წელს გარდამავალი იყო და ახლა დასრულდა, “ - განაცხადა დავით ნარმანიამ, - „საუბარია საავტომობილო გზებზე, ხიდებზე, წყლის სისტემების რეაბილიტაციაზე. ასევე, საბავშვო ბაღებზე, რომელთა რეაბილიტაციამაც, როგორც პრიორიტეტმა, მას შემდეგ წამოიწია წინ, რაც, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბაღები სწავლის გადასახადისგან გათავისუფლდა“.

მხარეში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საუბრისას გურიის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა.

„ჩვენ დავათვალიერეთ გზები, რომელიც ახლა სოფლებში გაკეთდა და იქამდე, დაახლოებით, 40 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა,“ - განაცხადა გიორგი ჩხაიძემ, - „ამას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან სოფლის განვითარება გზის გარეშე შეუძლებელია. ვნახეთ გასულ წელს გაკეკთებული სხვა პროექტებიც. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, 2014 წლის ბიუჯეტი გაცილებით დიდია, ვიდრე გურიის ისტორიაში ყოფილა და, ვფიქრობ, უფრო საინტერესო წელი იქნება, მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება ჩვენ მხარეში.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42