„თიბისი“ ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს ჟურნალისტებთან გამართული პრესკონფერენციაზე საქართველოსთვის მნიშვენლოვან ინვესტიციებზე ისაუბრა.
„ცნობილია, რომ ჩემი მოწვევით ოქტომბერში ჩამოვიყვანე ჩემი 40 ჰარვარდელი ჯგუფელი, 17 სხვადასხვა ქვეყნიდან, ესენი არიან ძალიან მსხვილი და ცნობილი ბიზნესმენები თავიანთ ქვეყანაში. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში 5 მეგაპროექტია მზადებაში, აქედან ზოგი დასრულებულია,“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძემ აღნიშნული პროექტები ანონსირებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ თითოეული პროექტების პრეზენტაცია ცალ-ცალკე მოხდება, სხვა, ცალკე მოწვევით პრესკონფერენციაზე.
ხაზარაძის ინფორმაციით, აქ საუბარია დიდ ინვესტიციებაზე და შესაბამისად, მისივე თქმით, ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენი ქვეყნის ძლიან წარმატებული ვიზიტი აშშ-ში ამას ძალიან სერიოზულად უწყობს ხელს, იმიტომ, რომ ლაპარაკია საკმაოდ დიდ და საინტერესო ბიზნესზე“,-აღნიშნა ხაზარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






