მამუკა ხაზარაძე - "გუდვილი" იმუშავებს, მაგრამ თაღლითურად მომუშავე ადამიანების გარეშე
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:43, 28 Feb, 2014     9438

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კომპანია „გუდვილის“ მფლობელმა გოგი შევარდნაძემ 2013 წელს განუცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში "თიბისი" ბანკს გაყალბებულ დოკუმენტაციას აწვდიდა.

როგორც ხაზარაძემ დღეს გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა, „გუდვილსა" და“ თიბისი" ბანკს შორის 10 წლიანი ურთიერთობა არსებობდა და აღნიშნული ფაქტის შემდეგ მას მოუხდა „თიბისის“ მენეჯმენტის დარწმუნება, რომ „გუდვილისთვის“ დაფინანსება არ შეეწყვიტათ, რადგან ხაზარაძის თქმით, იგი აცნობიერებდა, რომ კომპანიის უკან უამრავი ადამიანი იდგა, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება რომ კომპანიის რეაბილიტაცია დაწყებულიყო.

ხაზარაძემ ამის დასტურად ჟურნალისტებს ის ფაქტი გაახსენა, როცა შარშან თითქმის 2 კვირით „გუდვილის“ მაღაზიები ფაქტობრივად ცარიელდებოდა.

ხაზარაძის განცხადებითვე, გუდვილი აუცილებლად იმუშავებს, მიუხედავად იმისა, რომ "გუდვილს" "თიბისი" ბანკის მიმართ 50 მილიონიანი დავალიანება აქვს, ხოლო მომწოდებლის მიმართ 30 მილიონის ლარის ოდენობით.

„მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა გაყალბებული დოკუმენტაციების შესახებ, 2013 წლის ზაფხულში პროკურატურაში სარჩელი შევიტანეთ, მაგრამ როგორც ჩანს, იმ უამრავი საქმის გამო, რაც პროკურატურაში არსებობს, ჯერ-ჯერობით ჩვენი რიგი არ დადგა. ეჭვი გვაქვს, რომ საქმე ეხება "გუდვილის" მხრიდან „თიბისი" ბანკისთვის თანხების გამოძლვას, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ კომპანიის მენეჯმენტმა ჩვენ ძველი კრედიტების ჩამოწერა შემოგვთავაზა. ეს ჩამოწერა არ მოხდება. ჩვენი ამოცანაა, რომ გადავარჩინოთ კომპანია და იქ დასაქმებული ადამიანები. „გუდვილი“ იმუშავებს, მაგრამ იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც წლების განმავლობაში თაღლითურად მუშაობდნენ“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

მისივე განცხადებით, „თიბისი“ მზად არის ნებისმიერ კითხვას დოკუნტალურად უპასუხოს.

„დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ შეხვდრა მედიის წარმომადგენლებთან, რათა ღიად და გამჭვირვალედ დაგვეფიქისირებინა, რომ არანაირი კითხვა არ არსებობს, რომელზეც ჩვენ არ გვაქვს პასუხი, ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალეები, და ჩვენი დღევანდელი შეხვდრა ეფუძნებოდა და ემსახურებოდა იმას, რომ ხმამაღლა გავილაშქროთ ცილისმწამებლური კამპანიის წინაშე, რომელიც პირველ რიგში ღირსებას ეხება, რაც პირადად ჩემთვის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42