სანდრო ბრეგაძე: რაოდენ უნიჭო უნდა იყო, რომ ,,ნაცებთან“ დებატები წააგო...
სოც.მედია - 11:40, 26 Feb, 2014     4377

სანდრო ბრეგაძე ხელისუფლების წარმმომადგენლებს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამართულ დებატებში პოზიციებს უწუნებს და მათ უნიჭო და პოლიტიკურად გამოცდელებს უწოდებს. ამის შესახებ ბრეგაძე ,,ფეიბუქის“ გვერდზე წერს.

,,არ შეიძლება, თვეში 4-5 ჯერ დებატები წააგო დამნაშავე ნაცბანდის წარმომადგენლებთან. არ შეგიძლია ძმაო???არ შეგიძლია დაო??? ნუ წახვალ დებატებზე. თუ არ იცი, სხვას შეეკითხე და გეტყვის, რომ პოლიტიკოსისთვის ტელეეკრანზე გამოჩენა კი არაა მთავარი, არამედ მთავარია არ გაგაბითურონ და არ დაგამარცხონ დებატებში. ამას თუ იმას დავამატებთ, რომ დამნაშავე, სუსტი პოზიციის, არამართალი ნაცბანდელები ახერხებენ ამას, უკვე ნათელი ხდება მარტივი ჭეშმარიტება, რომ რაოდენ უნიჭო, პოლიტიკურად გამოუცდელი უნდა იყო, რომ ნაცებთან დებატები წააგო. ებრაელებს აქვთ ერთი ბრძნული გამოთქმა - არც შენი იცოდე და არც სხვისი გაიგოო, მგონი ამ წყევლით ხართ ბევრნი დაწყევლილნი და რა გინდათ თავად არ იცით.

ძალაუნებურად (იმედია უნებლიედ) თქვენი სუსტი პოლიტიკური განათლებითა და სიბეცით აძლიერებთ 1 ოქტომბერს პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩენილ ნაცბანდას, თქვენი უნიათობით დებატებში ქეჩოში ხელს კიდებთ და ჭაობიდან ნაპირზე მოათრევთ. რა გჭირთ??? რა სენი გაქვთ შეყრილი??? გასაგებია, რომ პარლამენტსა თუ სხვა ადგილებზე შემთხვევით, სხვისი ავტორიტეტით და სხვისი პოლიტიკური კაპიტალით მოხვდით, მაგრამ ვერ ითამაშებ ჭადრაკს ჭიდაობისა და კრივის წესებით, ვერააა ვერ ითამაშებ და თუ კიდევ არ გჯერავთ, მაშინ იძულებულნი ვიქნებით დაგაჯეროთ. ქართული გამოთქმა - პური მეპურემ უნდა გამოაცხოს არ გჯერავთ??? დიდი შოთასი მაინც დაიჯერეთ - რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს: მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს!!!!!!!!

P.S. ერთი სახალისო იდეა მაქვს - ხომ არ შევიმუშავოთ ესეთი ტაქტიკა,ზოგიერთ პოლიტიკისგან შორს მდგომ პარლამენტარს შევუნარჩუნოთ დეპუტატის ხელფასი, სამთავრობო მანქანა და სხვა პრივილეგიები და ამავე დროს, მათ მაგივრად დებატებში გამოცდილი პოლიტიკური კადრები გაუშვათ, არ დავმარცხდებით მაინც!!!!!!!“, - წერს სანდრო ბრეგაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42