ამის შესახებ ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ამერიკაში მიწვეულ დელეგაციაში ალასანია რატომ არ იყო.... ??“ - წერს ზურაბიშვილი.
ქართული დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში 22 თებერვალს დაიწყო.ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად აშშ-ში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, მთავრობის საბჭოს ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი რომან ჩხენკელი და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე შედიან.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 თებერვალს დასრულდება
მასალის გამოყენების პირობები






