სტურუა კიევის მოვლენებზე: კოჰაბიტაციასაც შეგახსენებს ევროკავშირის ვინმე პედოფილი...
სოც.მედია - 10:50, 25 Feb, 2014     3179

რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალური ქსელის მეშვეობით უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„რა უცნაური ხალხი ყოფილა უკრაინელები: ეძებენ ქვეყნის პრეზიდენტს, რომ გაასამართლონ ჩადენილი დანაშაულის გამო - თავისუფლების შეზღუდვის, საკუთარი მოქალააქეების დარბევის, სისხლის ღვრის, ქურდობის, საკუთარი ოჯახის წევრების უკანონო გამდიდრების, უამრავი საპრეზიდენტო რეზიდენციების ქვეყნის ბიუჯეტის თანხებით აგების გამო?!...ეძებენ, რათა გაასამართლონ...თქვენ წარმოგიდგენიათ?! არა, ჩვენთვის ეს გაუგებარი რამაა! ახლა კიდევ, მომავალ პარლამენტში, მინისტრების სიებში არ ვიხილოთ ადამიანები, ვინც ადრე კრიმინალურ პრეზიდენტს ემსახურებოდაო?! არა, არა, აქეთ გადმოიხედეთ, ჩვენთან პირიქით, ჰუმანიზმი პირველ რიგში! მკვლელი? რასაკვირველია, უნდა შევიბრალოთ,- ადამიანები არა ვართ? ვიღაცამ ვიღაცამ გააუპატიურა(რა მოხდა - კაცია, თუ ქალი) - რატომ ბოროტდებით,ძმებო? კაცია და არ უნდა გავუგოთ?! ხოდა, ნახეთ რა ტკბილ შედეგებს მივაღწიეთ! მართალია, ისინი ჩვენ გვაბრალებენ იმ დანაშაულს, რაშიც ასე დაოსტატდნენ. ჩვენგან მოითხოვენ კაცთმოყვარეობას, ადამიანის უფლებების დაცვას, და ძალიან კარგი! ჩვენ პირდაღებულნი ვუსმენთ და ვსწავლობთ დემოკრატიის პრინციპებს. აი, ვიღაც ლამაზი მომღერალი გაიძახის, მე მიყვარს მკვლელებიო, მეორე ლოგინში უწვება, ქურქი აჩუქეს. ასე არ სჯობს?! ეს უკრაინელები კი რაღაც ნამეტანი ბოროტი ხალხი ყოფილა, ეტყობა ძალიან ვერ იტანენ საკუთარ ნაძირალებს... ტყუილად კი არ ჩავიდა მაიდანზე ჩვენი ეკს-ჭკვიანი კიევში, ალბათ აუხსნის რაა პოლიტიკა....ისწავლეთ, ისწავლეთ უკრაინელებო, თუ მშვიდობა გინდათ. კოჰაბიტაციასაც შეგახსენებს ევროკავშირის ვინმე პედოფილი თუ მექრთამე... და იცხოვრეთ ასე, ლამაზათ და ტკბილად: ჭამეთ ვარენიკები არაჟანში ამოვლებული და წიწაკიანი ჰორილკა დააყოლეთ... უხ, შენი, არ გვიჯერებენ, მაინც მოითხოვე იანუკოვიჩის დასჯას...მაშინ თავს დააბრალეთ, რაც მოგივათ...“,- წერს რობერტ სტურუა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42