ჩერგოლეიშვილი ღარიბაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
სოც.მედია - 16:42, 20 Feb, 2014     3930
„ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. აღნიშნულ მიმართვას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ბატონო პრემიერო, როდესაც ტაბულას შეეშალა და უნებურად ცილი დაგწამათ, თქვენ მყისიერი რეაქცია მიეცით ამაზე. ტაბულამ შეცდომა აღიარა, ბოდიში მოგიხადათ თქვენც და მკითხველსაც და შეცდომაზე პასუხისმგებელი ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლა.
ახლა დადასტურდა, რომ თქვენ შეგეშალათ. ბოლო პრესკონფერენციაზე თქვენ ეკამათეთ ტაბულას ჟურნალისტს და ამტკიცებდით, რომ ვანო მერაბიშვილი ადვოკატებმა შაბათ-კვირას მოინახულეს, მაშინ როდესაც ტაბულას ჟურნალისტი გიხსნიდათ, რომ ეს მართალი არ არის.
ამის შემდეგ თქვენ გადახვედით შეურაცხყოფაზე და ტაბულას ლეგიტიმური ინტერესი იმას დაუკავშირეთ, რომ მას ოდესღაც კეზერაშვილი აფინანსებდა. არ მაქვს მოლოდინი, რომ საკუთარ თავს სამსახურიდან დაითხოვთ, ამიტომ არ გთხოვთ.
მაგრამ გთხოვთ ბოდიში მოუხადოთ როგორც ტაბულას, ისე ამომრჩეველს დაშვებული შეცდომისათვის და ამის შემდეგ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ საკუთარ სიტყვებს“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42