ნათია ფანჯიკიძე - ბიოს ნაცვლად "ბავშვებს" მარიხუანა მივცეთო ამბობენ
თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალური ქსელის მეშვეობით, ბოლო დროს ერთ-ერთ აქტუალურ თემას, საზოგადოებაში მარიხუანის და ბიოს მოხმარებასა და ზოგადად დამოკიდებულებას ეხმაურება. „როცა კარგა ხნის ზრდასრული, ყოფილი, ან ვიღაცისთვის ჯერ კიდევ მოქმედი "კაი ტიპები" ამ უკვე მრავალწლიანი, პრაქტიკულად სოციალური, დემოგრაფიული ტრაგედიის შედეგების ფონზე "ახალგაზრდული კუდრაჭობით" სიმპატიას ავლენენ (გაეპარებათ ხოლმე) მარიხუანას მიმართ, ეს არ მომწონს. ვთვლი, რომ ეს ერთერთი გამოხატულებაა მათი გარკვეულ ასაკზე ფიქსაციის... მომხმარებლის მიმართ ძალადობრივი პოლიტიკა და მათი ციხეში ყოფნა არ მომწონს. ვიცი მაგალითებიც, როცა სოფლად მცხოვრები, აქტიური ახალგაზრდა კაცები გაუშვიათ მოსაწევის გამო ციხეში - ეს საერთოდ ორმაგი სისულელე და დანაშაულია, ისედაც დაცლილი სოფლების პირობებში.როცა ამბობენ "ეს ახლები რა არის კაცო, ძველი, კლასიკური ნარკოტიკები ჯობდა," არც ეს არ მომწონს, ისევ შევიწროებულ, დეტალიზებულ აზროვნებასთან გვაქვს საქმე, როცა მხოლოდ ერთ ფრაგმენტზე შეგვიძლია განცდის დამაგრება, - სინამდვილეში ჰეროინს ბიოზე ბევრად მაღალი სიკვდილიანობა აქვს და კოკნარის და ოპიუმის კაიფში გაწყდა ჩემს წინა და ჩემი თაობები. კარგი და უსაფრთხო ნარკოტიკი არ არსებობს. როცა ბიოს ნაცვლად "ბავშვებს" მარიხუანა მივცეთო ამბობენ, ესეც არ მომწონს, - მოვითხოვოთ სპორტული დარბაზები, ხელოვნების სკოლები მისაწვდომ ფასად, ან სულაც უფასოდ, შეიქმნას სათავგადასავლო-სათამაშო გარემო, სადაც ადრენალინით ტკბობა სხვანაირად მოხდება - სათამაშო საომარი ველი, საშიში ატრაქციონები იაფად, ექსკურსიები..... მარიხუანას მომხმარებელი იშვიათად არ რისკავს სხვა ნივთიერებების მიყოლებას და მოსინჯვას და თვითონ მარიხუანაც იწვევს ბევრ ცუდ შედეგს. რაღაც ასეთ პოზიციას ვხედავ, რომ "რამე მივცეთ ამ ბავშვებს, რომ არ ქნან უარესი, თითქოს "რამეს" გარეშე ჯანმრთელი ადამიანი, ბავშვი ცხოვრებით ტკბობას ვერ უნდა ახერხებდეს. ჯერ რამე ჯანმრთელი რომ შევთავაზოთ, რაც ენერგიას კი არ ართმევს, პირიქით, აკუმულირებას ახდენს, იქნებ მოგვესინჯა? მშობლებმა კი დეპრესიის ნიშნების ან იოლად აღგზნების სიმპტომების შენიშვნისას ბავშვი დროულად მიიყვანონ ფსიქოლოგთან. იქნებ გულახდილად ველაპარაკოთ ბავშვებს, - ყველაზე კარგ ადამიანებსაც კი, როგორ ართმევს ეს დაავადება (ნარკომანია) დაავადების პერიოდში ღირსებას, იწვევს მრავლობით პერსონოლოგიურ და ქცევით აშლილობებს, აიძულებს ისეთ ქცევას, როგორიც ის ბუნებრივად არ არის - პათოლოგიურ ტყუილებს, მომაკვდავი მეგობრის მიტოვებას, პოლიციის შიშით, პრინციპებისთვის ღალატს "ლომკის" შიშით და ა.შ. და რა ძნელია ამ დაავადებიდან გამოძრომა და საკუთარი ნამდვილი "მეს" დაბრუნება. და რამხელა ტრაგედიაა საკუთარი თავის თანდათან იზოლაციაში მოქცევა, როცა არავისთვის აღარ ხარ სასიამოვნო სტუმარი. ბენჯის აქვს ძალიან მაგარი ინიციატივა და თუ მოვახერხეთ და ეს საქმე დავძარით, სწორი სტრატეგია და მესიჯები ჩამოვაყალიბეთ, დარწმუნებული ვარ, ბევრი ბავშვის ხედვა შეიცვლება და იქნებ მომავალი წლები მაინც იყოს საიმედო, რომ ისედაც მცირე ადამიანური რესურსის ქვეყანაში არ დაიკარგოს კიდევ თაობები“,- წერს ნათია ფანჯიკიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






