რუსი "ლიბერალ-დემოკრატების" ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის გაყოფა ერთადერთი რეცეპტია, რომელიც ქვეყანას გადაარჩენს, სხვაგვარად, მისი თქმით, მსგავსი სიტუაციები მუდმივად იქნება.
„იქნება საბოტაჟი, მინი რევოლუციები, მინი სამოქალაქო ომები. ლვოვი – ეს ნამდვილად უკრაინაა, აღმოსავლეთი კი ან რუსები ან უკრაინელები არიან, რომლებსაც რუსეთში ცხოვრება სურთ. ამიტომ ხელოვნურად ერთ სახელმწიფოში გაერთიანებას ასეთი მდგომარეობა მოაქვს. უნდა გაიყოს. ლვოვი – უკრაინის დედაქალაქი, პლიუს – ტერნოპოლი, ივანო-ფრანკოვსკი, ლუცკი, როვნო, უკიდურეს შემთხვევაში უჟგოროდი და ჩერნოვცი”, - ამბობს ჟირინოვსკი.
მისივე თქმით, უკრაინა იანუკოვიჩმა უნდა გაყოს და ამით აღმოსავლეთის და დასავლეთის სიმპათიას მიიღებს.
“სახელმწიფო ჩვენ შევქმენით, ასეთი სახელმწიფო – უკრაინა, საერთოდ არ ყოფილა. მთელი აღმოსავლეთი სტალინმა დონბასს აჩუქა, ხრუშჩოვმა აჩუქა სამხრეთი, ყირიმი, დასავლეთი კი ჩვენ ვაჩუქეთ. თავად უკრაინა მხოლოდ პოლტავაა და ჩერნიგოვი, მეტი არაფერი. სხვა ყველაფერი კი ჩვენ ვაჩუქეთ სსრკ-ში შესვლის პირობებში”, - ამბობს ჟირინოვსკი.
მასალის გამოყენების პირობები






