ამ დროისთვის ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, 750 ადამიანია დაშავებული და 26 დაღუპული.
მათივე ცნობით, რამდენიმე წუთში "ბერკუტი" ოპერაციის დაწყებას აპირებს. კიევის რამდენიმე ქუჩაში უკვე დაიწყეს წყლის ჭავლის გამოყენება და კვამლის ყუმბარების სროლა.
შინაგანი ჯარი და "ბერკუტი" გრუშევსკის ქუჩიდან შტურმის მიტანას ცდილობენ. ამ დრომდე კიევში პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მეტროს მუშაობა.
უკვე დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 25 გარდაცვლილიდან 19 ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობებისგან არის დაღუპული. ვრცელდება ცნობა იმის შესახებაც, რომ მაიდანზე ამ დროისთვის 10 ათასამდე მომიტინგე და დაახლოებით 5 ათასი სამართალდამცველია მობილიზებული.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და დედაქალაქში სადესანტო ბრიგადას გზავნის. ეს არის დნეპროპეტროვსკის 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 500-კაციანი შემადგენლობა. ასევე, დილიდან ოდესიდან კიევის მიმართულებით გადაადგილდებოდა 15 ავტობუსი. თავდაცვა აძლიერებს ბაზებს, სადაც საბრძოლო იარაღი და არსენალი ინახება.
იანუკოვიჩი დათმობაზე არ მიდის, მაგრამ ქვეყანაში გლოვას აცხადებს. 20 თებერვალი გლოვის დღე იქნება.
კიევი ერთადერთი ცხელი წერტილი არ არის. დაპირისპირებებია თითქმის ყველა რეგიონში. მომიტინგეებმა ლვოვში მილიციის სამმართველო დაიკავეს
მასალის გამოყენების პირობები






