პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა, ქვეყანაში მასობრივი უწესრიგობის შედეგად ადამიანთა მსხვერპლის გამო, 20 თებერვალი უკრაინაში გლოვის დღედ გამოაცხადა.
გლოვის დღეს მთელი უკრაინის ტერიტორიაზე ქვეყნის სახელისუფლებლო ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშებს დაუშვებენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიევში დილის 06:00 საატისთვის, 25 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული. 8 ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანის დროს, გზაში გარდაიცვალა, 4 საავადმყოფოში, 13 დაღუპული კი სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 19 თებერვალს სამედიცინო პუნქტებს დახმარებისთვის 350-მდე ადამიანმა მიმართა, აქედან 240 უკვე გაწერილია. ცნობილია, რომ დაშავებულებს შორის 80-მდე სამართალდამცავი პირია, უმაღლესი რადას ოპოზიციონერი დეპუტატი ვასილი პაზინიაკი, 5 ჟურნალისტი და 3 არასრულწლოვანია.
მასალის გამოყენების პირობები






