ქართველმა სპორტსმენებმა პირველი დაშვება ვერ ჩაამთავრეს, რის გამოც მათ მეორე დაშვების მცდელობა აღარ ექნებათ.
ცნობისთვის, ბენიაიძე და აბრამაშვილი 22 თებერვალს სლალომში ცდიან ძალებს.
პირველი დაშვების შედეგებით, 109 მონაწილეს შორის პირველი ადგილი ამერიკელმა ტედი ლიგეტიმ (1:21.08) დაიკავა, მეორე პოზიციაზე ჩეხი ონდრჯეი ბანკი (1:22.01) გავიდა, მესამე ადგილი კი იტალიელ დავიდე სიმონჩელის (1:22.35) ერგო.
ვაჟთა შორის გიგანტური სლალომის მეორე დაშვება საქართველოს დროით 14:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენებიდან პირველმა ნინო წიკლაურმა იასპარეზა, რომელმაც გიგანტურ სლალომში 49-ე ადგილი დაიკავა. წიკლაური 21 თებერვალს სლალომში ცდის ძალებს.
რაც შეეხება საქართველოს სახელით მოასპარეზე მეოთხე სპორტსმენს, 19 თებერვალს ელენე გედევანიშვილი ფიგურულ სრიალში ქალთა ინდივიდუალურ გამოსვლებში, მოკლე პროგრამით საღამოს 21:00 საათიდან წარსდგება.
მასალის გამოყენების პირობები






