„როგორც მოსალოდნელი იყო, კიევში დაძაბულობის მომდევნო, შესაძლოა გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო.
მსოფლიოს ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქი ცეცხლის ალშია გახვეული. არის მსხვერპლი სამართალდამცავების და მომიტინგეების მხრიდან.
ასეთ დროს, როცა ადამიანები იღუპებიან, თითქოს აღარც აქვს მნიშვნელობა მტყუან–მართალს, რადგან ადამიანის სიცოცხლეზე მეტად არაფერი ფასობს, არაფერი, გარდა ღირსებისა, რომლის გარეშე სიცოცხლეს, ალბათ, აზრი არა აქვს!
მით უფრო აღმაშფოთებელია დასავლეთის მხრიდან ასეთ დროსაც კი ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული მოწოდებები უკრაინის ხელისუფლების მისამართით – შეწყვიტოს ძალადობა (?!), თითქოს ძალადობას ორივე მხრიდან არ ჰქონდეს ადგილი!!!
აღმაშფოთებელია უკრაინის ხელისუფლების და პირადად იანუკოვიჩის სრული უმოქმედობა მთელი ამ თვეების განმავლობაში, როდესაც სრულიად ნათელი იყო, რომ სასწრაფოდ უნდა აღდგენილიყო კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში, რათა საქმე აქამდე არ მისულიყო!!! მით უმეტეს, რომ იანუკოვიჩს და მის კორუმპირებულ მთავრობას ლომის წილი მიუძღვის იმაში, რომ კლიჩკოს და მის "ევროპულ" ბანდას გაჭირვებული, დამშეული ხალხი გაყვა – ეს ადამიანები ქუჩაში შიმშილმა და უსამართლობამ გაიყვანა და არა ევროკავშირში გაერთიანების სურვილმა ან დასავლური დემოკრატიის იდეებისათვის ბრძოლამ. რაც არის ეს დემოკრატია, კარგად ჩანს დღეს ალმოდებულ კიევში!!!
თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, უკრაინა დანაწევრდება და ეს არ იქნება დაბნეული,თუნდაც გაბრიყვებული ხალხის ბრალი – ამაზე პასუხისმგებელი არის და იქნება დასავლეთი და მის მიერ დაქირავებული კლიჩკოები ერთის მხრივ და უკრაინის ხელისუფლება იანუკოვიჩის მეთაურობით, მეორეს მხრივ, იანუკოვიჩის, რომელსაც შეეძლო საკუთარ ჯიბეზე და პერსპექტივაზე მეტად ქვეყანაზე ეფიქრა და თავის დროზე დაემყარებინა წესრიგი ქვეყანაში!!!, რა იქნება დღეს, ძნელი სათქმელია... ყველამ ერთად ვილოცოთ, რომ ღმერთმა გადმოხედოს ერთიან უკრაინას!!!“,- წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ირინა სარიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






