უკრაინაში განვითარებული მოვლენები სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიხედვით არ არის კონცენტრირებული მხოლოდ კიევში, კატასტროფული ვითარებაა უკრაინის სხვა ქალაქებში. ზოგიერთი რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრები უკვე ოპოზიციის ხელშია, დასავლეთის რეგიონების ძალისმიერი სტრუქტურის რამდენიმე შენობა ცეცხლის ალშია გახვეულია.
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლვოვში მომიტინგეებმა დაიკავეს სპეცდანიშნულების რაზმის ოფისი და ხელში ჩაიგდეს ძალისმიერი სტრუქტურების სპეციალური აღჭურვილობა. მიუხედავად იმისა, რომ ავტოინსპექცია რეგიონებიდან დიდი კოლონების გამოშვებას ხელს უშლის, საკმაოდ დიდი კოლონები ავტობუსებისა და მანქანების. ე.წ. ავტომაიდანი მიემართება კიევისკენ, ხოლო რაც შეეხება ამ წუთში კიევის ცენტრში შექმნილ ვითარებას, სავარაუდოდ, ბერკუტი უკვე წამგებიან მდგომარეობაშია - თუ შტურმის დასაწყისში ევრომეიდანზე 15 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, ამ წუთებში მათი რაოდენობა უკვე ათეულობით ათასს აღემატება და ის, ყოველ წუთს იმატებს.
მასალის გამოყენების პირობები






