უკრაინის რადის თავმჯდომარეს, ვლადიმერ რიბაკს ჰიპერტონიული შეტევა დაემართა.
ამის შესახებ არაფრაქციული სახალხო დეპუტატი ინა ბოგოსლოვსკაია იტყობინება.
„რიბაკს ჰიპერტონიული შეტევა აქვს, მაღალი წნევა, დიდი რაოდენობით აბებს იღებს“, - ამბობს სახალხო დეპუტატი. მისი თქმით დეპუტატისთვის „სასწრაფო“ გამოიძახეს, და ახლა მედიკოსები სინჯავენ.
ბოგოსლოვსკაიამ ასევე დასძინა: „მას მოუწყვეს, ეს ადამიანია, რომელიც ხვდება, რომ ის ახლა ქვეყნის ბედზეა პასუხისმგებელი და არაფრის გაკეთება შეუძლია, არ შესწევს ძალა იმისათვის, რომ საკუთარი გადაწყვეტილების მიღებაზე წავიდეს. ის კი ელოდება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას“.
ამავდროულად „ბატკივშინას“ დეპუტატმა ალექსანდრე ბრიგინეცმა Facebook-ის თავის გვერდზე დაწერა: „რიბაკმა „სასწრაფოთი“ გაქცევა გადაწყვიტა, რომელიც მისთვის გამოიძახეს. იქნებ როგორ კერინსკი, ქალის ტანსაცმელში გაიქცეს?“
censor.net.ua
მასალის გამოყენების პირობები






