ევროკავშირმა გადაწყვიტა შვეიცარიელი სტუდენტები და მეცნიერები დასაჯოს
მსოფლიო - 12:47, 17 Feb, 2014     1879

ევროპის კავშირმა გრანტები შვეიცარიის უნივერსიტეტებისათვის გაყინა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ, რეფერენდუმის შედეგების თანახმად, გადაწყვიტა ევროკავშირიდან მოქალაქეების მიგრაციის შეზღუდვა.

ევროკავშირში განმარტეს, რომ ევროპულ საგრანტო პროგრამებში შვეიცარიის მონაწილეობა შეუძლებელია, თუ ის არ უზრუნველყოფს გადაადგილების თავისუფლებას, იუწყება Agence France-Presse. კერძოდ, შეჩერებულია ინოვაციური პროგრამა „ჰორიზონტ-2020“-ის დაფინანსება, რომლისთვისაც 2014-2020 წლებში 80 მილიარდი ევროს დახარჯვა იგეგმებოდა. პროექტში სამუშაოდ უნდა ჩართულიყო 8 ათასი ადამიანი.

გარდა ამისა, შვეიცარიას უარი უთხრეს სტუდენტური გაცვლის ევროპულ პროგრამაში „ერასმუს“-ში მონაწილეობაზე. 2011-2012 წლებში, ამ ქვეყნის 2600-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო შესაძლებლობა ესწავლა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უნივერსიტეტებში.

შვეიცარიაში უცხოური სამუშაო ძალის შესვლაზე რეფერენდუმი 9 თებერვალს ჩატარდა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეთათვის თანასწორი სამუშაო უფლებების მინიჭების გადაწყვეტილების მოხსნას, ქვეყნის მოსახლეობის 50,3 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ხმის მიცემის შედეგებმა ბრიუსელის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

შვეიცარია არ არის ევროკავშირის წევრი, თუმცა, შედის შენგენისა ევროპის ეკონომიკურ ზონაში. ბერნსა და ბრიუსელს შორის შეთანხმება დიდი ხნის მანძილზე იძლეოდა თავისუფალი გადააადგილებისა და ვაჭრობის შესაძლებლობას. არაევროპული ქვეყნებიდან მიგრანტების შვეიცარიაში შესვლა მანამდეც შეზღუდული იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42