,,...რუსეთუმეებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი
სოც.მედია - 20:52, 16 Feb, 2014     2808

,,...რუსეთუმეებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

რომ არა ივანიშვილის და ღარიბაშვილის გაცხადებული ინტერესი დარწმუნებით ვითყოდი, რომ განაჩენი გამამართლებელი იქნება.

,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი „facebook”-ის გვერდზე მისი და ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე წერს, რომელიც 17 თებერვალს ქუთაისში გაიმართება და სადაც საბოლოო განაჩენი გამოცხადდება. ჭიაბერაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე ხელისუფლების ზეწოლას გაუძლებს და კანონის სადარაჯოზე დადგება.

„მაშ ასე, გავედით ბოლოში...

ხვალ 12 საათზე ქუთაისის სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ჩემი განაჩენი გამოცხადდება. რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადებული ინტერესი, რომ ვანო მერაბიშვილი ნებისმიერი ხერხითა და მეთოდით იჯდეს ციხეში, 100%-იანი დარწმუნებით ვიტყოდი, რომ გამამართლებელი განაჩენი იქნება. თუმცა მაინც იმედი მაქვს იმის, რომ მოსამართლე გაუძლებს ამ ზეწოლას და იდგება კანონის და სიმართლის სადარაჯოზე.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს, ვინც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მამხნევებდა და მომავლის რწმენას მინერგავდა. ვეცდები, იმედები არ გაგიცრუოთ.

განსაკუთრებული მხნეობა მინდა ვუსურვო ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას, ზურაბ შამათავას, ალექსანდრე გორგაძეს, ახლახან დუშეთსა და ხონში დაკავებულ ზურაბ ოტიაშვილს, ზურაბ ჯიბუხაიას, ბესარიონ ჭელიძეს და სხვა თანამებრძოლებს, რომლებიც დღეს, პოლიტიკური დევნის პირობებში, საპატიმროებში არიან. ჩემი განსაკუთრებული მხარდაჭერა მათ ოჯახებს - შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს, დებსა და ძმებს.

როგორიც არ უნდა იყოს განაჩენი ხვალ, ჩვენი რწმენა ამ ქვეყნის უკეთეს მომავალში ურყევია, ჩვენი თავდადება - გაუტეხელი. ჩვენ მხარეს არის სიმართლე - პიროვნულიც და ისტორიულიც.

ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ 2003 წლის 30 ნოემბერს საჯარო მოხელე გავხდი და საკმაოდ იმედისმომცემი აკადემიური კარიერა ისეთ, ერთი შეხედვით "უმადურ საქმეზე" გავცვალე, რასაც საზოგადო საქმის კეთება ჰქვია. პირიქით, მადლობელი ვარ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა თანამებრძოლების, რომ საშუალება მქონდა, ერთგულად ვმდგარიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში.

ჩვენმა, იმ ადამიანების დევნამ, ვინც უამრავი რამ გაიღო თავისი ქვეყნისათვის, უკან არ უნდა დაახევინოს უამრავ ახალგაზრდას, რომელთაც საჯარო სამსახურში მოღვაწეობა სურთ. მათ არ უნდა იფიქრონ: ამათ თუ ასე უხდიან სამაგიეროს, ჩვენ რისი იმედი უნდა გვქონდეს. არავითარ შემთხვევაში. რუსეთს სწორედ ეს უნდა: ამ პოლიტიკური დევნით აპათიაში ჩაგვაგდოს, უიმედობის განცდა დაგვეუფლოს.

რუსეთმა და რუსეთუმეებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს.

ახლა კი რადიარდ კიპლინგი ჩემგან“ -წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი და მკითხველს მისმიერ ნათარგმნ ლექსს სთავაზობს.

იხ: ლინკი: http://sapere8aude.wordpress.com/2014/01/17/%E1%83%97%E1%83%A3/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42