კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა რუსეთის იმპერიის მხრიდან დიდი ქართველი მოღვაწეების მისამართით ყველა დროს წარმოებულ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე წერს და აღნიშნავს, რომ ასეთი მეთოდები დღესაც მოქმედებაში მათი მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავს, ჩამოაშორონ საქართველო რეალური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მიმავალ - NATO-სა და ევროპის კავშირის გზას.
,,რუსულმა იმპერიამ - მეფის, ბოლშევიკურმა თუ დღევანდელმა -საკუთარ ადგილობრივ მხარდამჭერებთან ერთად არაერთხელ, მიზანმიმართულად, და მეთოდურად სცადა ჩვენი ყველა დიდი, ეროვნული მაშტაბის ავტორიტეტის ცილისწამება და დაკნინება: ილია ჭავჭავაძეს დასწამეს, რომ მან გლეხება წყალი გადაუკეტა, რასაც ადამიანის სიკვდილი მოყვა; ვაჟა-ფშაველაზე ვრცელდებოდა ჭორები, რომ მან ვიღაც გოგონა გააუპატიურა; აკაკი წერეთელს ივანე მაჩაბლის მკვლელობა დააბრალეს; პატრიოტ მწერალ ალექსანდრე ყაზბეგს ექსჰიბიციონიზმი მიაწერეს; ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მის თანამებრძოლებს ათეულობით წლის განმავლობაში შარაგზის ყაჩაღებს ეძახდნენ და ა.შ. ცილისწამებით დაკნინების, "გაშავების" ამგვარი ტექნოლოგია დღემდე გამოიყენება და არა მარტო ჭორების, არამედ კიდევ უფრო დიდი მასშტაბით: ამჯერად ქართული გაზეთებისა და ჟურნალების, სატელევიზიო გადაცემებისა და ინტერნეტ-პუბლიკაციების საშუალებით. დღეისთვის ყველა ე.წ. ღრმა დაშიფრვის აგენტი გააქტიურებულია იმისთვის, რომ მოწამლონ ხალხის უმეტესობის გონება-განწყობილება და ჩამოაშორონ საქართველო რეალური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მიმავალ ორ გზას - NATO-სა და ევროპის კავშირისკენ მიმავალ გზას. ამას ყველა უნდა დავუპირისპირდეთ დიდი მოთმინებით, გამბედაობითა და ოპტიმიზმით. მტერი ძალიან ვერაგი, მდიდარი და ყველაფრის მკისრებელია, მაგრამ გათავხედებული, და აქედან გამომდინარე - არაბრძენი. მისი დამარცხება შეიძლება, თუ ყველა საკუთარ და ხელმისაწვდომ გარემოში ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია“, - წერს ნიკა რურუა ,,ფეისბუქის“ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






