"Отдайте трусы, волки позорные!“ -საბაჟო კავშირის ქვეყნებში ქალის მაქმანიანი საცვლები აკრძალეს
მსოფლიო - 19:02, 15 Feb, 2014     26847

უკვე სამი თვეა რუსეთის ვაჭრობის სამინისტრო ამაოდ ცდილობს საბაჟო კავშირის რეგლამენტიდან ქალის მაქმანიანი საცვლების აკრძალვის ამოღებას.

როგორც ,,იტარტასი“ მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, ევრაზიული ეკონომიკის ტექნიკური რეგულირების კომისიამ 2014 წლიდან საბაჟო კავშირის ქვეყნებში მაქმანიანი ტრუსების წარმოება, შეტანასა და რეალიზებაზე შეზღუდვა შემოიღო.

კორეშკოვის განცხადებით, აკრძალვის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მოცემული პროდუქცია ვერ აკმაყოფილებს საბაჟო კავშირის ტექნიკურ რეგლამენტს.

როგორც წყარო იტყობინება, ჯამური მოცულობა რუსულ ბაზარზე ქვედა საცვლების შეადგენს დაახლოებით 4 მილიარდ ევროს. არსებულ მონაცემებს ადასტურებს რუსეთის საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობის კავშირი. ამ 4 მილიარდი ევროდან 60% მოდის ტრუსებზე, რომლის 80% შემოდის უცხოეთის ქვეყნებიდან.

როგორც ,,დოჟდი“ იტყობინება, 2014 წლის პირველი ივლისიდან თუ საბაჟო კავშირის რეგლამენტში ცვლილებები არ შევა, არსებული პროდუქცია სავაჭრო დახლებიდან გაქრება. ამ ინფორმაციამ, გავრცელებიდან სულ რაღაც 24 საათში, გამოიწვია მწვავე რეაქციები სოციალურ ქსელებში. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

,,ეხლა გასაგებია უკრაინა რატომ გარბის ჩვენგან... როგორც ჭირისგან! მეც გავიქცეოდი.“

,,გოს-დურა“ ! შენ როდესმე ამოგხდება სული...?!“

,,მოგვეცით საცვლები, სამარცხვინო მგლებო!“

რუსული ოპოზიციური მედია ამ ფაქტს ირონიით ხვდება:

,, ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვიზიარებთ სოციალურ ქსელებში არსებულ აღშფოთებას. ცხადია, რომ რუსეთში კორუფცია არ არსებობს. საკუთესო გზები გვაქვს, მრეწველობა მუშაობს, სოფლის მეურნეობა გამართულია, დანაშაული ნულამდე დავიდა, ჰარვარდისა და სორბონას სტუდენტები უკვე ერთმანეთს სცემენ მოსკოვში სწავლისთვის... აქ რა მოსატანია ოქსფორდი და მასაჩუსეტი? საუკეთესო რუსული მედიცინა ხელმისაწვდომია ყველასთვის, და ბუნებრივია, სახელმწიმფო დუმა გადაერთო რუსეთის საშინელ მტერთან ბრძოლაში, რომელიც რუსეთის პროგრესული განვითარებისთვის ხელისშემშლელია.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ კანონმდებლების წუხილს, მაგრამ რამდენიმე დეტალის დაზუსტება მაინც გვსურს, რომელიც ჩვენთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია:

პირველ რიგში გაუგებარია, ეს ყოველივე როგორ განხორციელდება პრაქტიკაში. ნათელია საცვლებს სავაჭრო ქსელებიდან ამოიღებენ, მაგრამ ჩნდება კითხვა - როგორ მოექცევიან ამ საცვლებს სასამართლო-აღმასრულებლები? მოაწყობენ საჯარო ავტოდაფეს და დაწვავენ, თუ ავტოდაფე არ იქნება საჯარო ღონისძიება? და თუ ეს საჯარო ღონისძიება იქნება, ძალიან გვაინტერესებს, სად შეიძლება შევიძინოთ მასზე დასასწრები ბილეთი. არის სხვა შეკითხვებიც - რას სთავაზობენ ქალებს სანაცვლოდ, რომელთაც სურთ მაქმანიანი საცვლების ტარება? - ზოლიან ბამბის ნიფხვებს...?!

მინდა შეგახსენოთ, თავის დროზე დასავლეთში, მწარედ დასცინოდნენ საბჭოთა თეთრეულს. ისტორიული ფაქტია: ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ ფილიპმა მოსკოვში კინოფესტივალზე ყოფნისას, გადაწვიტა, ეყიდა საბჭოთა მაღაზიებში ყველაზე იაფფასიანი თეთრეული. საფრანგეთში დაბურნებისას მან გრანდიოზული გამოფენა მოაწყო, რათა თავისი თანამემამულეებისთვის მიეცა საშუალება, დაეცინათ საბჭოთა წარმოების ჩამორჩენილობაზე. გამოფენის გვირგვინად ჩაითვალა ექსპონატი წარწერით: ,,შესაძლებელია თუ არა შეგიყვარდეთ ქალი ასეთ საცვლებში“... ალბათ, ამიტომაც არ იყო საბჭოთა კავშირში სექსი...

მაგრამ სიტუაციის მთავარი პიკანტურობა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთში არც ისე ბევრი ქალბატონი დაეთანხმება ასეთ ვითარებას... აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ დაიწყება სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და საპროტესტო აქციები. როგორ შეიძლება ეს საპროტესტო აქციები გამოიყურებოდეს? როგორი იქნება ლოზუნგები? სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი ნაპოვნია სოციალურ ქსელში - ,,დაააბრუნეთ საცვლები! სამარცხვინო მგლებო!“, - წერს რუსული ოპოზიციური მედია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42