ჰელაპის სახელობის, საზოგადოებრივი აზრის ამერიკული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად ამერიკელების 60% რუსეთის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში რუსეთისადმი ნეგატიურად განწყობილი მოსახლეობის რაოდენობა ბოლო წლებში გაიზარდა:2012 წელს გამოკითხულთა შორის ასეტები 44% იყვნენ, ხოლო 2003-ში - 30-ზე ნაკლები.
ვლადიმერ პუტინის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ამერიკელების რიცხვი კიდევ უფრო მაღალია - 63%.
გამოკითხვა თებერვლის დასაწყისში, სოჭის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ჩატარდა, და, როგორც ინსტიტუტის ცნობაშია ხაზგასმული, ეს აშშ-ის მოქალაქეების რუსეთისა და მისი პრეზიდენტის მიმართ ყველაზე ნეგატიური დამოკიდებულებაა ბოლო ოცი წლის მანძილზე.
ამავდროულად, გამოკითხულთა 34%-მა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვთ, ხოლო 19% ასეთივე აზრი გამოთქვა ვლადიმერ პუტინზე.
მომზადებულია bbc-ის მასალებზე.
მასალის გამოყენების პირობები






