2020 წლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - რისკის შემცველიც და არარეალისტურიც
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:18, 14 Feb, 2014     7082

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი სახელწოდებით „საქართველოს სოციალურ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო-2020“.

მთავარი საპროგნოზო მაჩვენებლები, რომლის მიღწევასაც აპირებს მთავრობა მოცემულია მე-6 გვერდზე.

სანამ ექსპერტები, პოლიტიკოსები და მრავალი სხვა ადამიანი სრული დოკუმენტის, ბელეტრისტიკისა და სხვა მონაცემების ანალიზს გააკეთებდნენ, ვფიქრობთ, საინტერესოა მთავარი საპროგნოზო მაჩვენებლების მიმართებით დავსვათ კითხვები, გავაკეთოთ პროგნოზების შეფასება და ანალიზი.

აღნიშნული პროგნოზიდან ირკვევა შემდეგი:

1. მთლიანი შიდა პროდუქტი(მშპ) ერთ სულ მოსახელზე- 2020 წლის ბოლოსათვის უნდა გახდეს 13 000 ლარი, რაც ნიშნავს რომ საქართველოს ეკონომიკა 2014 – 2020 წლებში უნდა გაიზარდოს 2.23 -ჯერ, რაც ასევე ნიშნავს, რომ 2014-2020 წლებში - ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს 12.2%.

თუ გავითვალისწინებთ, რომ 2014 წლის ბიუჯეტით დაგეგმილია მხოლოდ 5% ზრდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო (2015-2020) წლებში ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს 13.45%.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გასულ წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 2007 წელს - 12.3%, იმას, რომ 2014 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მხოლოდ 5%-ია და ასევე, გავაანალიზებთ იმ პოლიტიკას, რომელსაც მთავრობა ატარებს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან (რომლის შესახებაც რეფორმატორთა კლუბი რამდენიმე თვის წინ წერდა იხ. http://newposts.ge/?l=G&id=30339-ახალი,%20ხელისუფლება,%20საწარმოო) უნდა ვივარაუდოთ, რომ, სამწუხაროდ, აღნიშნული პროგნოზი ძალიან შორს არის რეალობიდან.

2. უმუშევრობა - დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უმუშევრობის საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირდება 15%-დან და იქნება 12%-ზე ნაკლები.

იმისდა მიუხედავად, რომ 2014-2020 წლებში ამავე დოკუმენტის პროგნოზით ეკონომიკა გაიზრდება 2.23-ჯერ, უმუშევართა რიცხვი შემცირდება დაახლობით 61 000 ადამიანით (3%), რაც გულისმობს, რომ 7 წლის განმავლობაში ყოველწლიურად შეიქმნება დაახლოებით 7500 სამუშაო ადგილი.

მიუხედავად შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა, რომელიც არ უწყობს დასაქმებას ხელს, აღნიშნული პროგნოზი სწორი პოლიტიკის შემთხვევაში რეალისტურია, თუმცა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება ბევრად მსუყე გახლდათ.

3. გადასახადების (წილი მშპ-ში, %) - დოკუმენტიდან ირკვევა, რომ დღეის მდომარეობით გადასახადების წილი მშპ-ში არის 24%, ხოლო 2020 წლისათვის გახდება 25%. ერთი შეხედვით, უწყინარი 1%-ით ზრდაა, თუმცა, ეს ზრდა ბევრ კითხვას აჩენს, რომელზეც ვფიქრობთ მთავრობამ უნდა მკაფიო განმარტებები გააკეთოს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამავე დოკუმენტით ექსპორტის წილი მშპ-ში 35%-დან 50%-მდე გაიზრდება, კითხვა - რის ხარჯზე გაიზრდება გადასახადების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, კიდევ უფრო მეტად ლეგიტიმური ხდება. იმდენად რამდენადაც, ექსპორტი განთავისულებულია გადასახადისაგან, (მისი ზრდა, რა თქმა უნდა, პოზიტიური მაკროეკონომიკული ინდიკატორია) არათუ არ გაზრდის, არამედ უნდა შეამციროს გადასახადების წილი მშპ-სთან მიმართებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა გადასახადების განაკვეთის ზრდას კიდევ აპირებს. თუ გავიხსენებთ, ეს ერთხელ უკვე განხორციელდა, როდესაც აქციზი რამოდენიმე პროდუქციაზე საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო საშემოსავლო გადასახადი დაპირებისამებრ არ შემცირებულა.

აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად განმარტებასა და მსჯელობას საჭიროებს.

4. სახელმწიფო ვალის მიმართება მშპ-სთან (%) - დღეის მდგომარეობით სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში არის 34%. მთავრობის პროგნოზით იგი 40%-ზე ნაკლები იქნება 2020 წლისათვის.

იმის შესაფასებლად, თუ რასთან გვაქვს საქმე, მოვიშველიოთ სტატისიკა:

აღნიშნული პროგნოზიდან რეალურად მთვარობამ გვაცნობა, რომ 2014-2020 წლებში საქართველოს სახელმწიფო ვალი გაიზრდება 8.9 მილიარდიდან დაახლოებით 14 მილიარდი ლარით და გახდება დაახლოებით 23 მილიარდი.

ზემოთაღნიშნული იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად აპირებს დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ვალის აღებას.

რეფორმატორთა კლუბი ზემოაღნიშნულის შესაფასებლად ფინასთა მინისტრის ბატონი ნოდარ ხადურის, მთავრობაში მოსვლამდე დაწერილი სტატიიდან ამოღებულ შეფასებას გამოიყენებს „ბოლო წლებში ვალის ზრდის ტემპი მშპ–ს ზრდის ტემპს აჭარბებს, რამაც ხელისუფლება „ქამრების შემოჭერის“ დავალების თუნდაც გაყინვის გადაწყვეტილებამდე უნდა მიიყვანოს.“ (სრული სტატია იხ: http://www.greenalt.org/webmill/data/file/sagareo_vali.pdf)

ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით რეფორმატორტა კლუბი მხოლოდ დოკუმენტის ძირითადი საპროგნოზო მაჩვენებლების ანალიზიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გეგმა რიგ შემთხვევებში მაღალი რისკის შემცველია, (გადასახადების ზრდა, სახელმწიფო ვალის ზრდა და ა.შ) ხოლო რიგ შემთხვევებში არარეალისტური.

რეფორმატორთა კლუბი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42