ინდონეზიის კუნძულ იავაზე, რომელიც ინდონეზიის არქიპელაგის ყველაზე მჭიდროდდასახლებულია, ვულკან კელუდის ამოფრქვევის გამო, ათიათასობით ადამინის ევაკუირება მოახდინეს.
ვულკანის ირგვლივ, უზარმაზარი ტერიტორია ფერფლის ფენით დაიფარა. ფერფლმა ქალაქ სურაბაიამდე, კელუდის მთიდან 130 კილომეტრშიც კი მიაღწია.
სურაბაია სიდიდით ინდონეზიაში მეორე ქალაქია.

ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მათი სახლების სახურავები, ფერფლის სიმძიმის გამო ჩამონგრა.
არსებობს საფრთხე, რომ ფერფლისა და ვულკანის სხვა გამონაბოლქვების გამო, შესაძლოა თვთმფრინავებს ძრავი დაუზიანდეთ.
1,731-მეტრიანი ვულკანი კელუდი ბოლოს 1990 წელს ამოიფრქვა, რის გამოც მაშინ რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. 1919 წელს კი, ამ ვულკანის ამოფრქვევის გამო, ხუთი ათასი ადამიანი დაიღუპა.
ინდონეზიაში 130 აქტიური ვულკანია.



მასალის გამოყენების პირობები






