Facebook-ში სქესის 50 ვარიანტიდან არჩევის შესაძლებლობა იქნება
მსოფლიო - 13:15, 14 Feb, 2014     2330

სოციალური ქსელის Facebook-ის ამერიკულ ვერსიაში მომხმარებლები შეძლებენ გენდერული იდენტობის 50 ვარიანტში მიუთითონ სქესი. ამგვარად, „მდედრობით“ და „მამრობით“ სქესებს დაემატება „ბიგენდერი“ (ადამიანი გარდამავალი, მოძრავი გენდერული იდენტობით, რომელსაც სქესობრივი თვითშეგნება განწყობის, თანამოსაუბრის, გარემოს მიხედვით ეცვლება), „ტრანსსექსუალი“, „ანდროგინი“ (ადამიანი, რომელსაც ორივე სქესის გარეგნული ნიშნები აქვს, ან ყველანაირ სქესობრივ ნიშანს მოკლებულია) და სხვა ოფციები.

Facebook-ში თვლიან, რომ ეს მომხმარებლებს მიცემს საშუალებას „თავი გამოხატონ რაც შეიძლება ზუსტად“.

„იქ ბევრი ადამიანი იქნება, ვისთვისაც ეს არაფერს ნიშნავს. თუმცა, იმ მცირერიცხოვანთათვის, ვისაც ეს ეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათთვის ეს ყველაფერია“, - თქვა Facebook-ის ინჟინერმა ბრილე ჰარისონმა.

ეს ნაბიჯი მეტყველებს აშშ-ში ტრანსგენდერების უფლებებისათვის მოძრაობის მზარდ გავლენას, რომელიც ტრანსგენდერიბისათვის ისეთივე სამოქალაქო უფლებების მინიჭებას ითხოვს, როგორიც გეი-საზოგადოების წარმომადგენლებს გააჩნიათ.

გარდა ამისა, Facebook-ი თავის მილიარდზე მეტ მომხმარებელს საშუალებას მისცემს თავისი გენდერული იდენტობა არ გაამჟღავნოს და ეს ინფორმაცია მხოლოდ მათ გაუზიაროს, ვისაც თავად მოისურვებს.

2011 წელს, უილიამსის ამერიკული ინსტიტუტის მოხსენების თანახმად, აშშ-ის სრულწლოვანი მოსახლეობის დაახლოებით 0,3% (თითქმის 700 ათასი ადამიანი) ტრანსგენდერს წარმოადგენდა.

bbc.co.uk





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42