„ფაქტები, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფებების, რომლებიც სულ უფრო მრავლდებიან, მხრიდან საფრთხეების მატებას ადასტურებს, კარგადაა ცნობილი, ისინი ჩვენ ძალიან გვაღელვებს. და ამიტომ, ჩვენ უსაფრთხოების საბჭოში შევიტანეთ - ჯერ კონსულტაციებს ვიწყებთ - კიდევ ერთი დოკუმენტის პროექტი, რომელიც სირიაში ტერორიზმთან ბრძოლის ამოცანებს ეძღვნება“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მანამდე, ამ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ გაეროს უსაფრთხოების საბჭოში წარმოდგენილი პროექტი სირიაში ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ, ქმნის სირიის საქმეებში ძალისმიერი ჩარევის საფუძველს, და რუსეთი ასეთი სახით მის დაბლოკვას აპირებს.
სირიის ანტისამთავრობო აქტივისტები იტყობინებიან, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტივაციის შედეგად, ბოლო სამ კვირაში, სირიაში ყოველდღე 200-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






