ბრიტანელმა მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის პოლიტიკის მსხვერპლთა რაოდენობა დაიანგარიშეს. შესაბამისი კვლევა დარემის უნივერსიტეტის, გლაზგოსა და ედინბურგის უნივერსიტეტების თანამშრომლებმა ჩაატარეს, იუწყება პორტალი EurekAlert.
ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტეტჩერის რეფორმები, რომლებმაც უმუშევრობის ზრდა და სახელმწიფო დახმარებების შემცირება გამოიწვია, ბევრი ბრიტანელის ნაადრევი სიკვდილის და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუარესების მიზეზი გახდნენ. მეცნიერთა თქმით, ტეტჩერის პოლიტიკის მსხვერპლი ყოველწლიურად 2,5 ათასი ადამიანი ხდებოდა.თანაც, ისინი დარწმუნებული არიან, რომ ეს მხოლოდ „აისბერგის წვერია“.
როგორც საწავლულები აღნიშნავენ, 1975 წლიდან 1985 წლამდე, დიდ ბრიტანეთში ღარიბთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა.

მკვლევარებს მოჰყავთ მონაცემები იმის შესახებ, რომ ტეტჩერის მმართველობისას ასევე დაფიქსირდა სიკვდილიანობის დიდი რაოდენობა ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულების გამო. გარდა ამისა, გაიზარდა თვითმკვლელობების რაოდენობა და აიწია ძალადობის დონემ. მეცნიერები ყველაფერ ამას, ტეტჩერის დროს დამძიმებულ სოციალურ მდგომარეობას უკავშირებენ.
მარგარეტ ტეტჩერი დიდი ბრიტანეთის მთავრობას 1979 – 1990 წლებში მეთაურობდა. მისი პოლიტიკა მიმართული იყო პროფ-კავშირების გავლენის შეზღუდვაზე, სოციალური ხარჯების შემცირებასა და ეკონომიკის ზოგიერთ სფეროში პრივატიზაციის ხელშეწყობაზე. ამგვარი რეფორმების კრიტიკოსები, მათ დიდი ბრიტანეთისთვის დამღუპველად თვლიდნენ. მიუხედავად ამისა, ტეტჩერის პოლიტიკამ ეკონომიკის ზრდა და ნავთობზე ფასების მკვეთრი გაზრდის გამო ქვეყანაში გამოწვეულოი კრიზისიდან გამოსვლა მოიტანა.
ტეტჩერი 2013 წლის 8 აპრილს ინსულტისაგან გარდაიცვალა.
lenta.ru
მასალის გამოყენების პირობები






