საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილის რჩევებს აძლევს.
,,როდესაც მარტო დარჩებით ოთახში, სარკის წინ დადექით და რამდენადაც შეგიძლიათ ჩუმად და გარკვევით გაიმეორეთ:
"ბიძინა ივანიშვილი ღმერთი არაა. მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. მე დიდი ბიჭი და ამასთან ქვეყნის პრემიერიც ვარ (ამ დროს არ იფიქროთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი ზ.ა. ყოვლისშემძლეს დამსახურებაა. ასეთი ფიქრი კიდევ უფრო დაგაკომპლექსებთ). როდესმე, შეიძლება მოხდეს სასწაული და მისი რამე არ მომეწონოს, ან მადლობა არ გადავუხადო..."
არა, "არ მომეწონოს" ძალიან მკვეთრი ნათქვამია, შეიძლება ამის თქმა გაგიჭირდეთ...
მოდი ასე თქვით - "არ მოვიხიბლო"
ეს სავარჯიშო ერთი კვირა აკეთეთ და შემდეგ სხვა დავალებას მოგცემთ.
(ვერ გეტყვით რომ ) პატივისცემით გ.ხ.“, - წერს გოგა ხაჩიძე ,,ფეისბუქის“ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






