ჟურნალისტი დავით პაიჭაძე ,,ფეისბუქის“ გვერდზე რუსებისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საკუთარ მოსაზრებას წერს.
,,...მაინც მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლების წევრებს რუსები არ უყვართ. კრემლი თავის მდგმურებით სძულთ, ეგებ ეზიზღებათ კიდეც. მგონია და მჯერა. სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია.
მაგრამ ამ გრძნობებს სიმძაფრით და სიძლიერით მათში ჭარბობს შიში რუსებისადმი. მონური, ლამის ცხოველური შიში. ამ შიშს ჰქვია ყველაფერი, შიშის გარდა: კეთილგონიერება, ზომიერება, დიპლომატია, სიფრთხილე, დალაგება, გათვლა, მოთმინება, მზადყოფნა, კომპრომისი, არ გავამწვავოთ და, ალბათ, კიდევ ბევრი რამ.
ეს შიში არის მათი სიტყვების, მათი ქცევის, გადაწყვეტილებების და მოქმედების წარმმართველი. სხვა ყველაფერი –– სარგებელი, სამსახური, რიტორიკა და ა.შ. –– ამ შიშის წარმოებულია.
ვიღაცას რცხვენია ამ შიშის, ვიღაც ებრძვის და დაძლევს მას, ვიღაც ვერც იცნობიერებს, ვიღაცას კი ბუნებრივად მიაჩნია“, - მიიჩნევს პაიჭაძე.
მასალის გამოყენების პირობები






